reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: რუსეთის მხრიდან საფრთხის შემცირება შეიძლება ისე მოხდეს, რომ სამხედრო დახმარება არც დაგვჭირდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:52
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: რუსეთის მხრიდან საფრთხის შემცირება შეიძლება ისე მოხდეს, რომ სამხედრო დახმარება არც დაგვჭირდეს
04 აპრილი, 2015. 18:30


 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები უსისხლოდ, მოლაპარაკების გზით დაიბრუნოს.

 

„პროცესი,  რომელსაც რუსეთის საფრთხის შემცირება ჰქვია, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სამხედრო დახმარება არც დაგვჭირდეს. შეიძლება ეკონომიკური პროცესებით მოხდეს რუსეთის ისეთი რეგულაცია, რა მიმართულებითაც დასავლეთი მიდის. შესაძლოა, ამ ცვლილებებით საქართველოსთვის საინტერესო პერსპექტივები გამოჩნდეს არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური წონის მოპოვების მხრივ, არამედ ტერიტორიული მთლიანობის ცივილიზებული, უსისხლო აღდგენის მხრივაც",- განაცხადა საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.


პოლიტოლოგის განმარტებით, რადგან ჩინეთს ევროპისკენ სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გავლით გაჰყავს,  შესაძლოა, ამ მიზეზით ჩინეთი საქართველოს უსაფრთხოების გარანტორად იქცეს.


„ირანი გამოდის ნავთობისა და გაზის ბაზარზე, შესაბამისად, არა მხოლოდ ნავთობის, გაზის ფასებიც დაბლა დაიწევს, რაც რუსეთის კატასტროფაა. თუკი ჩინეთი გაძლიერდა, რუსეთი დგება მძიმე მდგომარეობაში. ჩინეთი არის დაინტერესებული რუსეთის იმ ცარიელი ტერიტორიებით, ციმბირში რომ არის გადაჭიმული.

 

საქართველოს აქვს შანსი, წესით, აქამდეც უნდა ჰქონოდა, როგორც ე.წ. ხიდის შემსრულებელ ქვეყანას, რომ მარტო ამ ხიდის ერთ მხარეს არ ეძებოს მომხრეები, არამედ მეორე მხარესაც. როგორც დასავლეთში ამერიკა არის მთელი დასავლეთის ცენტრალური სუბიექტი, აღმოსავლეთის მხრივ ისაა საინტერესო, რომ აღმოსავლეთის ცენტრალური სუბიექტი ჩინეთი გახდა ჩვენი პარტნიორი. მგონი, უკეთესი პერსპექტივები გვაქვს, ვიდრე ველოდებით",- აღნიშნა საყვარელიძემ.








 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016