reportiori.ge - ბათუმში 28 ოჯახი „ცენტრ-პოინტს“ თანხის თაღლითურად დაუფლებასა და მითვისებაში სდებს ბრალს.
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:15
სამართალი
ბათუმში 28 ოჯახი „ცენტრ-პოინტს“ თანხის თაღლითურად დაუფლებასა და მითვისებაში სდებს ბრალს.
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 12:38

ბათუმის პროკურატურაში „ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ განცხადება შევიდა. 28 ოჯახი, კომპანიას ბაგრატიონის ქუჩაზე , მშენებარე ბინაში შეტანილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და მითვისებაში სდებს ბრალს.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მზევინარ გვასალია აცხადებს, მას წასასვლელი არსად აქვს და უმოკლეს ვადაში პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვს.

მთლიანი თანხა მაქვს შეტანილი. პროკურატურას მივმართავთ, გამოიძიონ და დაკითხონ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. ბინა გავყიდე და მთლიანი თანხა შევიტანე. წასასვლელი არსად მაქვს, ვაპირებ ბინის შეტეხვას და შესვლას", - აღნიშნა მზევინარ გვასალიამ.

როგორც დაზარალებულების ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, განცხადება აჭარის მთავარი პროკურორის სახელზე შევიდა. მისივე თქმით, დაზარალებულები „ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლების დაკითხვას კონკრეტულად ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე ბინის საკითხზე ითხოვენ.

ბაგრატიონის ქუჩაზე „ცენტრ-პოინტმა" მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2009 წელს უნდა დასრულებულიყო.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016