reportiori.ge - 6 აპრილი იოსებ ნონეშვილის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 07 დეკემბერი, 2024. 22:20
კულტურა
6 აპრილი იოსებ ნონეშვილის დაბადების დღეა
06 აპრილი, 2015. 12:17


 

 

პოეტი იოსებ ელიოზის ძე ნონეშვილი 1920 წლის 6 აპრილს, გურჯაანის რაიონ სოფელ კარდანახში დაიბადა. იოსები 3 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. იოსებ ნონეშვილი მეექვსე კლასში იყო, როცა დედამ თბილისში ჩამოიყვანა და ვაჟთა მე-18 სკოლაში (დღევანდელი 51-ე საჯარო სკოლა) შეიყვანა. მეცხრე კლასში დედაც დაკარგა. ამის შემდეგ მასწავლებლებმა ითავეს ბიჭის პატრონობა.



ღამით სკოლის დარაჯის ჯიხურში ეძინა. მასწავლებლებს ე.წ. ნონეშვილის სია" ჰქონიათ - ფულს უგროვებდნენ, როგორმე თავი რომ გაეტანა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვარო ვარდიაშვილმა იოსებს ყალბი ცნობა აუღო - ორი წლით ასაკი მოუმატა, რათაკომუნისტის" რედაქციაში მუშად მიეღოთ... იოსებ ნონეშვილი თავის მემუარებში იხსენებდა - როცა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს აბარებდა, გარეთ გამოსულ აბიტურიენტებს მშობლები ხვდებოდნენ, მას კი სკოლის მასწავლებლები ელოდნენ...



1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-45 წლებში, ის კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. იქ დაიჭრა კიდეც. ომის დამთავრების შემდეგ, 1947-50 წლებში იყო ჟურნალ ნიანგის" რედაქტორის მოადგილე, 1952-63 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „დილას", ხოლო 1963-66 წლებში იყო გაზეთ ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი. 1966 წელს ნონეშვილი აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად. ამ თანამდებობაზე დარჩა ის სიცოცხლის ბოლომდე. პარალელურად, 1973 წლიდან იოსებ ნონეშვილი იყო მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტის თავმჯდომარე.


პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წელს ჟურნალ ჩვენს თაობაში". 1940 წ. გამოსცა პირველი პოეტური კრებული. ნონეშვილის პოეზია მოიცავს სატრფიალო და სამოქალაქო მოტივებს. მისი საუკეთესო ნიმუშებია: „საუბარი ნაძვებთან", „ფრთხილად იყავი", „შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა" და სხვა. პოეტის სატრფიალო ლირიკის ნიმუშები ქართული სატრფიალო პოეზიის საგანძურში შევიდა და მის ავტორს ქართველმა მკითხველმა სრულიად დამსახურებულად შეარქვა - სიყვარულის მგოსანი.


ნონეშვილის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პატრიოტიზმისა და ხალხთა მეგობრობის თემებს: ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია", „შემოდგომა თბილისში", „ელადის ყვავილები" და ა.შ. მასვე ეკუთვნის პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვა. პოეტის ბევრი ლექსი სიმღერად გავრცელდა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის.


იოსებ ნონეშვილი 1980 წელს გარდაიცვალა. 1981 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016