reportiori.ge - გელა მებონია: „მე გეუბნებით, რომ ირაკლი ფირცხალავამ ჩაიდინა მკვლელობა და იგი მკვლელია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:07
სამართალი
გელა მებონია: „მე გეუბნებით, რომ ირაკლი ფირცხალავამ ჩაიდინა მკვლელობა და იგი მკვლელია!
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 13:02

„ზურა ვაზაგაშვილსაც და საშკა ხუბულოვსაც იარაღები ჰქონდათ. მე მათ მანქანაში ვნახე „ჩეჩეს" და „ვალტერის" ტიპის პისტოლეტები, მაგრამ მათ ამ იარაღებიდან არ გაუსვრიათ. ამ ბიჭებს პირდაპირ  გაუხსნეს ცეცხლი და ჩაცხრილეს, შემდეგ  კი პისტოლეტები ჩაუდეს და მანქანიდან ცხრა გასროლილი გილზა ამოუღეს "- ეს განცხადება კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა გელა მებინიამ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

იგი ირაკლი ფირცხალავას მკვლელობაში ადანაშაულებს და იმასაც განმარტავს, თუ რისთვის დასჭირდა მას მათი ჩახოცვა  - მე გეუბნებით, რომ ირაკლი ფირცხალავამ ჩაიდინა მკვლელობა და იგი მკვლელია!.. ზურა ვაზაგაშვილი და საშკა ხუბულოვი იმ დღეს მიდიოდნენ არა ვინმეს დასაყაჩაღებლად, არამედ ისინი მიდიოდნენ  შესახვედრად და სალაპარაკოდ ფირცხალავას მეგობრებთან! ფირცხალავამ  სწორედ ამ თავისი მეგობრის ინტერესებიდან გამომდინარე ჩახოცა ეს ბიჭები... მე პირდაპირ ვადებ ხელს ირაკლი ფირცხალავას, ირაკლი ქადაგიძეს, ლევან გვაზავას და გიორგი ცააძეს. ამათ კისერზეა 2006 წლის 2 მაისის ჩიგბურთის კორტებთან დაღვრილი სისხლი და საშკა ხუბულოვის და ზურა ვაზაგაშვილის სიკვდილი!" - განაცხადა „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ  ინტერვიუში  გელა მებონიამ.

როგორც  კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, იგი აპირებს,  კორტებთან ჩაცხრილურლი ბიჭების საქმეზე, პროკურატურას დეტალური ჩვენება მისცეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016