reportiori.ge - თამაზ ელიზბარაშვილი: მკვლელობების სერია გაგრძელდება, მორიგი მსხვერპლი ჟურნალისტი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:08
ინტერვიუ
თამაზ ელიზბარაშვილი: მკვლელობების სერია გაგრძელდება, მორიგი მსხვერპლი ჟურნალისტი იქნება
ავტორი:
07 აპრილი, 2015. 18:14



ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობამ შესაძლოა, პროცესები ქუჩაში გადაიტანოს... ამის შესახებ „„პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საუბრობს, რომელიც წინა წლებში დაზარალებულებს იარღის ხელში აღებისკენ მოუწოდებდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა სამართლიანობის აღდგენის პროცესს არ დააჩქარებს. ელიზბარაშვილი ხარძიანის მკვლელობაში „ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ქვეყანაში მკვლელობების სერია გაგრძელდება, მორიგი მსხვერპლი კი ჟურნალისტი იქნება.


თამაზ ელიზბარაშვილი, ბიზნესმენი:


- ეს მკვლელობა აუცილებლად უნდა გაიხსნას. ეს არის არამხოლოდ ბიზნესმენების, არამედ, ზოგადად, მთელი ქვეყნის პრესტიჟის საქმე. სხვადასხვა აზრმა და ვერსიამ გაიჟღერა. მე კი პირდაპირ ხელს ვადებ „ნაციონალურ მოძრაობას", ეს ყველაფერიშედის მათ ინტერესებში.


- რატომ?

 

- არ გაგჩენიათ კითხვა - საიდან აქვს ამ ბანდას ამდენი ფული? რით ინახავენ საზღვარგარეთ საკუთარ თავსა და ოჯახებს? დანამდვილებით ვიცი, რომ ისინი საქართველოში წართმეული ბიზნესებით იკვებებიან.  დღეს ეს ბიზნესები ისევ იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც წლების განმავლობაში ავსებდნენ ნაციონალურ ყულაბას. ეს ფული მიედინება სააკაშვილთან და მის გუნდთან. როცა ნოსტალგია შემოაწვებათ, ჩაჰყავთ თავიანთი მეგობრები, იმართება ღრეობები და შეკრებები. საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი? იმ წართმეული ბენზინგასამართი სადგურებიდან და ბანკებიდან, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა დააყაჩაღა. ამაზე პასუხისმგებელია დღევანდელი მთავრობა, რომელმაც ვერ აღადგინა სამართლიანობა. მანახეთ ერთი წართმეული ბიზნესი, რომელიც კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა. მე კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პროკურატურას - დააჩქარეთ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა.


- პირადად თქვენ დაცულად ვერ გრძნობთ თავს?


- არანაირად არ ვგრძნობ დაცულად თავს. უაღრესად პატიოსანი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, რომელიც სამართლებრივი გზით იბრძოდა საკუთარი ქონების დასაბრუნებლად, ამის შემდეგ ვინმე შეიძლება იყოს დაცული? როგორც ჩანს, ჩვენს სახელმწიფოში თურმე კანონიერი გზით ბრძოლა არ შეიძლება, ამიტომ ცოტა ხანს კიდევ ვუყურებ, რის შემდეგაც მე გამოვალ და მოვუწოდებ ყველა დაზარალებულს - ავიღოთ იარაღი და ჩვენ თვითონ დავხოცოთ ეს ბანდა, რატომ უნდა მოვაკვლევინოთ თავი, როცა შეგვიძლია, ჩვენ დავასწროთ. დროა, თვითონ დავიცვათ საკუთარი თავი იარაღით.


- უკაცრავად, მაგრამ ეს სცენარი ერთხელ ხომ უკვე გამოვიარეთ, 1990-იან წლებში...

 

- მაგ წლებში უკვე დავბრუნდით. შეხედეთ, რა ხდება. შეკვეთილი მკვლელობები აღარ დასრულდა, გამოდის ვიღაც ბუკია, „ქართული ოცნებიდან" და იძახის - მკვლელობები ყოველთვის ხდებოდა და მოხდებაო. როგორ შეიძლება ასეთი უგუნური განცხადება გააკეთოს დეპუტატმა. შე კაი კაცო, ღმერთმა დაგიფაროს და შენს ოჯახს რომ შეეხოს ასეთი უბედურება, მაშინაც ასე ილაპარაკებ?! დღეს სამართლიანობის აღდგენა არ აწყობს სააკაშვილის რეჟიმს, ნუ გამოვა „ქართული ოცნება" ამ რეჟიმის დამცველი და აღადგინოს სამართლიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში რადიკალურ პროცესებს მივიღებთ. უკან არაფერზე დავიხევ, მზად ვარ, მომკლან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" გეგმა, რომელიც კიდევ რამდენიმე ადამიანის მკვლელობას, მათ შორის ჟურნალისტის ლიკვიდაციას ითვალისწინებს. ეს პროცესები გაგრძელდება, თუ წინ არ აღვუდექით. აგერ ნახავთ, რომ მკვლელობების სერია გაგრძელდება.

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016