ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია, ვალდებულია სამ კვირაში ერთხელ ფინანსური დეკლარაცია წარადგინოს, - ამის შესახებ „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებაშია ნათქვამი.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გენერალური აუდიტორის ბრძანება ზოგიერთი საკითხის დარეგულირების შესახებ. კერძოდ, პოლიტიკური პარტიები კანდიდატის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში ვალდებული არიან გახსნან საარჩევნო კამპანიის ფონდი და მხოლოდ აღნიშნული ფონდის სახსრებით დააფინანსონ წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები. ამასთანავე, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არის უფლებამოსილი წარადგინოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ვალდებულია არჩევნების გამოცხადების დღიდან, სამ კვირაში ერთხელ ფინანსური დეკლარაცია წარადგინოს.
მისივე განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ყველა პარტიას გადაეცემა წერილი ტექნიკური სახის მარეგულირებელი ინფორმაციის შესახებ, რათა თავიდან იქნას არიდებული ფინანსური ხარვეზები წინასაარჩევნო პერიოდში. ზურაბ აზნაურაშვილის განმარტებით, დეკლარაციის წარმოუდგენლობის შემთხვევააში გათვალისწინებულია
"ჩვენი მიზანია დარღვევების პრევენცია, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემოვიფარგლოთ გაფრთხილებით და დაღვევებისგან თავშეკავების მოწოდებით, სანამ გამოვიყენებთ სანქციებს", - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
მისივე თქმით, ფონდის გახსნა კანონით გამომდინარე ვალდებულებაა, ხოლო დღევანდელი რეგულაციებით განისაზღვრა ვადები, პოლიტიკური პარტიებისთვის 5 დღე და საინიციატივო ჯგუფებისთვის 20 კალენდარული დღე.