reportiori.ge - პროექტი -„ცოცხალი წიგნები“ იწყება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 08 დეკემბერი, 2024. 07:19
კულტურა
პროექტი -„ცოცხალი წიგნები“ იწყება...
ავტორი:
14 აპრილი, 2015. 00:36


14 აპრილს, დედაენის დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს უპრეცედენტო ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტს „ცოცხალი წიგნები."


პროექტის პრეზენტაცია 14 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და პროექტის კურატორი - მარიამ წიკლაური.


პროექტი „ცოცხალი წიგნები" გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა პოეზიის საღამოები, გაიმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.


მწერლები ესტუმრებიან რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები გაიმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც.


პროექტი 4 ეტაპად განხორციელდება და  წლის განმავლობაში, მასში სულ 75 მწერალი მიიღებს მონაწილეობას.


პირველ შეხვედას თანამედროვე ქართველი მწერლებით დაკომპლექტებული 5-კაციანი მობილური ჯგუფი 14 აპრილს, შიდა ქართლის რეგიონში გამართავს. მათ შემადგენლობაში არიან: ლომოური ირაკლი, სადღობელაშვილი ნინია, ყურაშვილი ცირა, ბექა ქურხული, კატო ჯავახიშვილი.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016