reportiori.ge - ირმა ინაშვილი: აკოს, „აკოებს“ და სააკაშვილის ნარჩენებს- ვაპირებ თქვენთან ბრძოლას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:14
ინტერვიუ
ირმა ინაშვილი: აკოს, „აკოებს“ და სააკაშვილის ნარჩენებს- ვაპირებ თქვენთან ბრძოლას!
14 აპრილი, 2015. 01:17


 

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილირეპორტიორთან" საუბრისას, როგორც თვითონ ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან აგორებული „შავი კამპანიის" თემას ეხმაურება.



- „ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი აპარატი ჩართო ჩემს წინააღმდეგ. ამისთვის ძირითადად იყენებს საინფორმაციო ბერკეტებს. „ნაციონალური მოძრაობა" იყენებს არამარტო პარტიის ცნობად სახეებს, არამედ  მასთან დაკავშირებულ  მედიასაშუალებებს, ახალგაზრდულ მოძრაობებს, რომ მოახდინონ ჩემი დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში.  იმდენი ტყუილის დაბრალებას ცდილობენ უკვე, რომ ეს ყველაფერი აბსურდამდე მიდის.  „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდებს პირდაპირი დავალება აქვთ მიცემული, რომ პირდაპირ ეთერში მომიხსენიონ სამშობლოს მოღალატედ, რაც ძალიან მძიმე ბრალდებაა და ამის გამო აუცილებლად აგებენ პასუხს.  მინდა, მივმართო ამ ახალგაზრდებს - როცა ადამიანს სამშობლოს მოღალატეს უწოდებთ,  ჯერ ის გაიაზრეთ - სამშობლო რა არის და ამ სამშობლოსთვის გაქვთ თუ არა რაღაც  მსხვერპლი გაღებული ცხოვრებაში.  თქვენ ჯერ არ გიცხოვრიათ იმდენ ხანს, რომ ამ მსხვერპლის გაღება მოგესწროთ.  ყველაფერი წინ გაქვთ და ცუდია, რომ თქვენ ხართ იარაღი „ნაციონალური მოძრაობის" ხელში.  ეს თქვენი მომავლისთვის საშიშია!


ჩვენ ასევე  ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ახალგამომცხვარი საინფორმაციო სააგენტო,  რომელიც ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მე ვმფარველობ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს - რაც არის ტყუილი და ცილისწამება! ამ სააგენტოს მთავარი რედაქტორი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის" ცნობადი სახე და აქტივისტი, სტუდენტობიდან პარტიის იდეოლოგიის გამტარებელი თეონა ჭალიძე. ამ  სააგენტოს მართავს „ნაციოანლური მოძრაობა", აფინანსებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული კომპანიები. მაგალითად - ძმები გილაურების „საქართველოს ბანკი", „თელიანი ველი" და სხვა კომპანიები, ასევე „ნაცმოძრაობის" დაკვეთას ასრულებს „პირველი რადიო" და ავრცელებენ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას. მაგალითად - თითქოს მე დავწერე ლექსი კომკავშირზე, 1982 წელს, მაგრამ  რომ გამოვაქვეყნე ამ ლექსის დედანი, რომელიც ჩემს  არქივში ინახება და იქ წერია, რომ 300 არაგველს ეძღვნება, ამჯერად ეს ლექსი ამ სააგენტომ არ დადო თავის გვერდზე. მიზანმიმართული იერიშია ჩემზე მოტანილი, თუმცა მე ვიცი, რატომაც ვარ იერიშის ობიექტი, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მოვითხოვ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დასჯას! იმათი, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაულები, თორემ მე არ ვეხები „ნაციონალური მოძრაობის" რიგით წევრებს. მე ვარ ადამიანი, რომელიც ხელისუფლებისგან მოითხოვდა და მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას! რომელიც ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები გვასწავლიან, რა არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები და ჩვენ ვართ თავდაცვის რეჟიმში. დააკვირდით, ჩემნაირი ადამიანების რიცხვი ქვეყანაში კლებულობს. ჩემნაირებს ან კლავენ, ან ჩუმდებიან.  „ნაციონალურ მოძრაობას" მინდა ვუთხრა - ვერც არენიდან მომიშორებთ და ვერც ფიზიკურად გამაქრობთ!


- სამართლებრივად იდავებთ?

 

- ვიდავებთ სამართლებრივადაც, გამოვიყენებთ ყველა საინფორმაციო ბერკეტს,  საჯაროდ ვიმოქმედებ, თორემ მე რომ ვიყო რიგითი მოქალაქე, ამ დეზინფორმაციის  გამავრცელებლებს  თავ-ყბას  დავუნგრევდი და არც ბრიფინგი დამჭირდებოდა და არც საჯარო განცხადებების გავრცელება. მე ვარ პარტიის ლიდერი, მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ არ მაქვს დეზინფორმაციის, ტყუილის მიკერების თმენის ვალდებულება.


აკო მინაშვილს და სხვა მისნაირ „აკოებს" ვეუბნები - ასეთი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი! ვერანაირ იარლაყს ვერ მომაკერებთ, იმიტომ, რომ როცა ადამიანი მართალია, არანაირი შავი პიარი არ მოქმედებს, ეს არის პიარის დაუწერელი კანონი.  


- რას აპირებთ?


- გამოვაქვეყნებ „ნაციონალური მოძრაობის" მამხილებელ ინფორმაციებს, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, კანონმდებლობა, დაზარალებულ მხარეს არ აძლევს მისი სიმართლის დადასტურების საშუალებას. თუ მედიასაშუალება ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ის კონკრეტული პასუხისმგებლობებისგან თავისუფლდება, ამიტომ, მეც ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით გავაკეთებ განცხადებებს.


- რა ტიპის ინფორმაციაზე საუბრობთ?

 

- მაგალითად იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას", ჩემი წყაროს ინფორმაციით, მოსყიდული ჰყავდა კრიმინალები, რომლებიც სჩადიოდნენ დანაშაულს, რომ მერე ეს „რუსთავი 2"-ს გაეშუქებინა და ამტყდარიყო აჟიოტაჟი.


- „კვამლი არ ჩნდება უცეცხლოდ..." რა გაკავშირებდათ აბულაძესთან?

 

- ჩვენ ერთი სკოლა დავამთავრეთ ბორჯომში, მაგრამ მე რომ სკოლა დავამთავრე, ის მეორე თუ მესამე კლასის მოსწავლე იყო,  მას მერე ის თვალით არ მინახავს - არასდროს.  რაც შეეხება სალომე აბულაძეს, მის დას, ის არის კარგი ადვოკატი და მოწვეული იყო „ობიექტივში" წამყვანად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და აკეთებდა გადაცემებს პატიმრების თემაზე, მაგრამ „ობიექტივში" 130 წამყვანია და არ აგებს „ობიექტივი" პასუხს იმაზე, რომ რომელიღაც პატიმრის დედმამიშვილი ეჭვმიტანილია.  



- „ნაციონალური მოძრაობის" ეს ქმედებები თქვენს მიმართ, ხომ არ არის შურისძიება იმისთვის, რაც მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, რაც ხდება თქვენს ირგვლივ ბოლო დროს, ხომ არ გაუჩნდათ მათ შიში, რომ თქვენ ჩაანაცვლებთ მათ, როგორც რეალური ოპოზიციური პარტია?

 

- „ნაციონალური მოძრაობა" ხვდება, რომ არ არსებობენ უკვე, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. „ნაციონალური მოძრაობა" უკვე იშლება, როგორც პოლიტიკური პარტია, მასობრივად ტოვებენ პარტიის რიგებს წესიერი და პატიოსანი ადამიანები,  რომლებსაც  არ უნდათ იყვნენ ამ კრიმინალური ორგანიზაციის წევრები, მე მივესალმები მათ ამ ნაბიჯს. წესიერი ადამიანების ადგილი არ არის ნაციონალების გვერდზე. მათი ქმედებები არის შურისმაძიებლური, მაგრამ მე ვაპირებ ბრძოლას და სააკაშვილის ნარჩენების მხილებას.


ჩემთან მიმართებში არ გამოუვათ ვალერი ასათიანის ისტორიის გამეორება, როცა „60 წუთმა" ის დაადანაშაულა სატანისტური მკვლელობების ორგანიზებაში - დაანგრიეს მთელი მისი ცხოვრება, ოჯახის წევრების ცხოვრება... იმავე მეთოდს იყენებენ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ მე მათ ვეუნები - მე არ ვარ ვალერი ასათიანი, მე ირმა ინაშვილი ვარ და ჩემთან არ გამოგივათ, იმიტომ, რომ მე ვაპირებ თქვენთან ბოლომდე ბრძოლას!  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016