reportiori.ge - ნანა ჩაჩუა: ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება, ხალხი მუდმივად გაღიზიანებული იქნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:24
ინტერვიუ
ნანა ჩაჩუა: ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება, ხალხი მუდმივად გაღიზიანებული იქნება!
14 აპრილი, 2015. 02:13


ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენუ სიტუაციაზე ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ვესაუბრეთ.

 

 

- ქალბატონო ნანა, დღეს  სახეზე გვაქვს შეშინებული, გაღიზიანებული, კრიმინალისკენ მიდრეკილი საზოგადოება. გახშირდა ოჯახური კონფლიქტები, რომლებიც ხშირად სიცოცხლის ხელყოფით სრულდება... რა ხდება?

 

- თანამედროვეობაში შესუსტდა რელიგიისა და ტრადიციის მნიშვნელობა. საზოგადოებამ დაკარგა საზიარო ნორმები. საზიარო ნორმების დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ ურთიერთპასუხისმგებლობა ადამიანებს შორის ნაკლებია, თითქმის აღარც არის. ადამიანს საკუთარივე მნიშვნელობა გაუუფასურდა. როცა საკუთარი თავის მნიშვნელობა უფასურდება, მაშინ, მას გარემო მტრულად განწყობილი ეჩვენება და სწორედ იმ ადამიანების მიმართ უჩნდება აგრესია, რომლებიც ყველაზე ძალიან უყვარს, რომლის მიმართაც გარკვეული სიახლოვე, სულიერი კავშირი აქვს. იმიტომ, რომ მათ საკუთარ თავთან აიგივებს.  ანუ, ეს არის საკუთარი თავის გაუფასურების შედეგი. სიცოცხლის გაუფასურების შედეგი.


- რა იწვევს სოცოცხლის გაუფასურებას?

 

- პირველი, ეს არის სოციალური ტოქსინების არსებობა. სოფიალური ტოქსინი ნიშნავს იმ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას,  რომლის ქვეშაც ადამიანი იმყოფება. სოციუმიდან მომდინარე ძალადობას განიცდის. ადამიანების უმეტესობა, სამწუხაროდ, მედიის მიერ შექმნილ სივრცეში ცხოვრობს. მედიის მიერ შექმნილი სივრცე და რეალური სივრცე კი ურთიერთგამომრიცხავია. ამ დროს ადამიანი დაძაბულია, შეშინებული, დაბნეული და საკუთარ  ადგილს ვერ პოულობს. ამას სოციალური ტოქსინების გარდა, იწვევს ის, რომ სოციალური ფონი დამძიმებულია. ადამიანები ვერ ხედავენ მომავლის პერსპექტივას. ძირითადად უმუშევრობაა მთავარი მიზეზი. ესაა შემდეგი ფაქტორი. შეიძლება, თითოეული ცალ-ცალკე არ იყოს სიცოცხლისათვის საფრთხე, მაგრამ ყველა ერთად - ტრადიციისა და რელიგიის მნიშვნელობის შესუსტება, სოციალური ტოქსინების არსებობა და სოციალური ფონის დამძიმება, სიდუხჭირე - ერთად დღეს არსებულ სიტუაციას ქმნის.  მძიმე ველში იმყოფება საზოგადოება. თანამედროვე ადამიანი არის მარტოდმარტო, რადგან მან მხოლოდ თავისი ცნობიერებით  უნდა მიაგნოს საუთარი თავის მნიშვნელობას. ეს კი ძალიან უჭირს ადამიანს.


- რამდენად შეიძლება დავუკავშიროთ არსებული დაძაბულობა მოლოდინების გაცრუებას? მოგეხსენებათ, ხელისუფლების ცვლილებას საზოგადოება იმედის თვალით უყურებდა და გარკვეულწილად იმედები გაუცრუვდა...

 

-  პირიქით, ხალხს დაძაბულობა მოხსნილი აქვს, ის შიში, ის შეურაცხყოფა, რომელიც ყოფილი ხელისუფლებისგან მომდინარეობდა, გაქრა. ამიტომ, მოლოდინის არგამართლებაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც მე ზემოთ ვთქვი.


- იმან, რომ საზოგადოებას ყოფილი ხელისუფლების პერიოდში შექმნილი დაძაბულობა მოეხსნა, ხომ არ წაახალისა ძალადობისკენ, დაუსჯელობის სინდრომი ხომ არ გააღვიძა ამდენმა ამნისტირებულმა პატიმარმა?

 

-   თავისუფლების შეგრძნება ადამიანს კრიმინალისა და ძალადობისკენ არ უბიძგებს.  ეს ფონი არის გლობალურად. არ ხდება ეს მარტო საქართველოში. გადაავლეთ თვალი მსოფლიოს. თანამედროვე ადამიანი შეშინებულია, უჭირს გაარჩიოს  საკუთარი თავის მნიშვნელობა.


- ახლო წარსულში რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როცა ადამიანები ფიზიკურად უსწორდებიან ერთმანეთს და ასე ცდილობენ წინასაარჩევნოდ დაპირებულ სამართლიანობის აღდგენას. რამდენად დგას დღეს სამართლიაობის აღდგენის აუცილებლობა და რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ის, რომ ბევრი დამნაშავე დაუსჯელი დადის? ესეც ხომ არ ახდენს გარკვეულ ზეგავლენას და ძალადობის წახალისებას?


- სანამ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა იდგება, საქართველოს მოქალაქეები  მუდმივად გაღიზიანებული იქნებიან, რადგან ისინი დაუცველობას განიცდიან. ამიტომაა აუცილებელი სამართლიანობის აღდგენა. მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაში, პირველი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების მერე აქტუალურია უსაფრთხოების განცდა. რასაკვირველია, როცა შერჩევით სამართალზეა საუბარი და ხედავენ, რომ შეიძლება, ვინმე არ დაისაჯოს ამიტომ და ამიტომ, თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იყო ან ახლაც ხელისუფლებაშია, რა თქმა უნდა,  უქმნის დაუცველობის განცდას ადამიანს.


- საქართველოში, უახლეს ისტორიაში, ძალადობრვად სეთი მძიმე ფონი იყო ოდესმე?


- ასეთი ფონიც იყო და ამაზე უარესიც. 90-იანი წლები გაიხსენეთ. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ მაშინ ადამიანები აზრს გამოთქვამდნენ. ობიექტურად აფასებდნენ სიტუაციას. გარკვეული სახელის დარქმევა ხდებოდა მოვლენებისათვის. ახლა სახელს ვეღარ არქმევენ, იმიტომ, რომ არსებობს პოლიტიკური კონიუნქტურა, რის გამოც ძალიან ბევრ რამეს ვერ ერქმევა სახელი.


დღეს რაც ხდება, ამას რა ჰქვია?

 

- ადამიანი ინფორმაციულად ისეთ ველში ცხოვრობს, სადაც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის სიჭარბეა. უამრავი,  გაურკვეველი  წარმომავლობის არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც გარკვეული მიზანმიმართულბით მოქმედებენ.  მათ აქვთ  კონკრეტული მიზანი და ცდილობენ, ყველაფერი ამ კუთხით გააშუქონ. ვინ რას ამბობს და რომელი ორგანიზაციის ქმედებებს უკან რა დევს, არავინ იცის.


- შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რა გამოსავალს ხედავთ?

 

- ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. მასმედიას აქვს ლომის წილი ამაში. ძირითადად, ტელევიზია ზემოქმედებს ადამიანებზე, არ არის ეს მარტო ჩემი აზრი. ინფორმაციული ბომბი ფეთქდება ყოველდღე ჩვენს წინ.


 

P.S. ახლო წარსულში მოძალადეთა წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა. პარლამენტმა ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დაცვის შესახებ კანონი მიიღო. ცვლილების მიხედვით, შს სამინისტრო ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის დაწყება დაგეგმა, თუმცა თვალხილული შედეგი მაინც არ ჩანს.

ყველაზე კარგად კი, ზემოხსენებული კუთხით არსებულ ვითარებას მაინც ინტერნეტსაიტებზე გავრცელებული ეს ერთი სტროფი ასახავს.

დასიცხულ შუბლზე დაგადებ საფენს,

ვერ იტევს შემსვლელს ზღვისპირა კაფე,

ზოგი თხას ყიდი, ზოგი კი - კაფელს...

კაცობრიობა დღითი-დღე აფრენს!!!"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016