კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც რუსეთი საქართველოს სახელმწიფო ენის რუსულ ენად გამოცხადებას გეგმავდა. სეფიაშვილის განცხადებით მაშინ საზოგადოება თითქოს „გამოფხიზლდა." კონცერტზე, ირმა სოხაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ- „ო, ენავ ჩემო" ფურორი მოახდინა.
„რა უნდა იყოს არტისტისთვის ამაზე უფრო დიდი სიხარული. უცებ, იქ ასანთები და სანთებელები აანთეს, მთელი დარბაზი იყო ცეცხლში. როდესაც ეს სიმღერა მეორედ ვიმღერეთ, ნელ-ნელა დავინახე სცენაზე ამოდის ბატონი ირაკლი. ამოვიდა,- ბაბუ, რა ჯიგარი გქონიაო, მითხრა.
ეს სიმღერა იყო ერთ-ერთი ბოლო სიმღერა კონცერტისა. მთელი დარბაზი წავიდა ხალხის თავშეყრის ადგილას, სადაც ძალიან მშვიდობიანი, ლამაზი დემონსტრაცია გაიმართა. მაშინ ხალხი გამოცდილიც არ იყო. ზუსტად იქ გამოცხადდა, რომ კონსტიტუციის ახალი ვერსიის მიხედვით, საქართველოს მთავარი ენა იყო მხოლოდ ქართული. რისთვისაც ვიბრძოდით, იმას მივაღწიეთ."- განაცხადა სეფიაშვილმა „ობიექტივის" ეთერში.