reportiori.ge - რას გეგმავენ „ნაციონალები“ მაისში? საიდან და ვის ერიცხება 10 მილიონი? რატომ არ აჩვენებენ მოსახლეობას ციხის კადრებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:07
ინტერვიუ
რას გეგმავენ „ნაციონალები“ მაისში? საიდან და ვის ერიცხება 10 მილიონი? რატომ არ აჩვენებენ მოსახლეობას ციხის კადრებს?
ავტორი:
16 აპრილი, 2015. 15:57


რას გეგმავენ „ნაციონალები" მაისში? საიდან და ვის ერიცხება 10 მილიონი? რატომ არ აჩვენებენ მოსახლეობას ციხის კადრებს?


„ალიას" ესაუბრება „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე:


- ჩვენს ხელთ არსებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მაისში ნაციონალების მხრიდან უნდა ველოდოთ პერმანენტული აქციების დაწყებას, ხელისუფლების  დასამხობად და რევოლუციური გზით შესაცვლელად. აქტიურად იქნება გამოყენებული ის სქემა, რომელიც 2003 წლის `ვარდების რევოლუციის~ დროს იქნა გამოყენებული, როცა გადამწყვეტი როლი ითამაშა მაშინდელმა არასამთავრობო `კმარამ~. საამისოდ უკვე თვალშისაცემად მომრავლებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ ბოლო დროს უკვე 40 ასეთი ორგანიზაცია შეიქმნა საქართველოში და, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სულ მალე 10 მილიონი დოლარი უნდა ჩაირიცხოს სხვადასხვა ფონდებიდან ამ ორგანიზაციების ანგარიშებზე. სინამდვილეში ეს ორგანიზაციები „ნაციონალების" სატელიტები არიან, ესენია „მიშას გზა", „ყოფილი სამართალდამცავები", „ივერია" და უამრავი მსგავსი, ყოველ წამს `მიშა, მიშას" რომ გაჰყვირიან. ანუ მოხდება ამ თანხების აკუმულირება ამ არასამთავრობოებში და შემდეგ აქედან უკვე სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები მიიღებენ ფულს გრანტის სახით და ეს მასა დაიძვრება შემდეგ მაისის აქციებზე ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შესაცვლელად. ზოგადად, პარტიამ რომ დაფინანსება მიიღოს, ამას თავისი გამჭვირვალე რეგულაციები სჭირდება, რადგანაც მას სახელმწიფო აუდიტი შეამოწმებს აუცილებლად, რა გადარიცხვებია და საით წავა ეს ფული. ამიტომ ყველაზე უპრიანია სწორედ ეს ფონდები, რომლებიც ისევ ნაციონალების მიერაა დაარსებული საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ფონდების სათავეში უცხოელები არიან, რომ ქართული კვალი არ გაიშიფროს.


- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გვახსოვს, 21 მარტის მიტინგამდე თქვენ საუბრობდით, რომ აქციაზე მოხდებოდა შეჯახება, რომ უკრაინიდან ხალხი ჰყავდათ ჩამოყვანილი „ნაციონალებს" და სისხლი დაიღვრებოდა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ესეც მსგავსი ინფორმაციაა?

 

- აქციაზე თვითონ „ნაციონალებმა" თქვეს, რომ უკან არ დავიხევთ, მთავრობას გადავაყენებთ, მაგრამ აქციები პერმანენტული გახდებაო. არაერთი განცხადება გაკეთდა ასევე იმაზე, რომ უკრაინიდანაც შემოსულები იყვნენ მიშას მომხრე ქართველი ჯარისკაცები და არეულობას აპირებდნენ. ის გეგმა რომ ჩაუვარდათ და ხელახლა ეს რომ არ განმეორდეს, გადაწყვიტეს, რომ, რადგანაც ერთჯერადი 50-100 ლარი არ შველის საქმეს, ამიტომ ამ ხალხს არასამთავრობოებში აწევრიანებენ და ხელფასს დაუნიშნავენ ოფიციალურად. თქვენ ხედავთ, რომ „ნაციონალების" არასამთავრობოები ძალიან არიან გააქტიურებული, ხდება სხვადასხვა უწყებაში მივარდნა და ზურაბ ხარატიშვილი ავიღოთ, იპოთეკით დაზარალებულებთან მისული რომ დავინახეთ ამას წინათ. ამ კაცმა საერთოდ იცოდა კი, რას ნიშნავს იპოთეკა, ახლა რომ იმათ „დამცველად" გვევლინება? ისე, ამ ხელისუფლების მართლაც ვერ გამიგია: ხალხამდე ვერ მიაქვთ, კარგს რასაც აკეთებენ, სამაგიეროდ, ყოველდღე ვხედავთ და ვისმენთ, რომ ხდება ძარცვა და მკვლელობები.


- ხოდა, რომ ვამბობთ, ეს ხელისუფლება უნიათოა, ტყუილად ვამბობთ? ის არ უნდა ვთქვათ, რომ დოლარს ვერავინ ეწევა? ხალხი ბანკის ვალს ვერ იხდის? დაზღვევა კარგია, მაგრამ წამლები გაძვირდა, ხალხი სახლს ახლა პროცენტის დასაფარად ყიდის და ამას რა ვუყოთ?


- მომისმინეთ ერთი წამით, ახლახან გავიგე, რომ ყოველთვიურად პენსიონრები 200 ლარის მედიკამენტს მიიღებენ, ამის პროექტი მუშავდება და პენსიონრები...


- და დანარჩენს რა ვუყოთ? გავარდნილ პროცენტს, დამშეულ ხალხს?


- ბოდიში, მაგრამ, როცა ყველა ქვეყნის ვალუტა დაეცა, საქართველო არ არის რაღაცა ოაზისი, რომ აქ ნავთობის ჩანჩქერები გადმოდიოდეს.


- ჩანჩქერებზე არ არის საქმე. როცა ადეიშვილის კადრი გყავს იმ ეროვნული ბანკის სათავეში, რომელიც ფულის კურსს უნდა იჭერდეს, ის ქადაგიძე ამ წლის მანძილზე იქიდან არ უნდა მოეშორებინათ? ექსპერტებისგან არ მოგისმენიათ, ეროვნული ბანკი საბოტაჟს ეწევაო?


- მაგაში გეთანხმებით! და მარტო ქადაგიძე? ამ მთავრობის არაერთი მინისტრის პასუხისმგებლობისსაკითხიც უნდა დამდგარიყო დავთვლი, რომ ძალიან ბევრი არ უნდაიყოს არც მინისტრის ადგილზე დაარც სამართალდამცავ სტრუქტურაში. ან ახლა რომ ადეიშვილს ძებნა მოუხსნა, ეს სამართლიანია? ეს ხომ ის კაცია, ვინც ციხეებში გაუპატიურებებისა და წამებების უშუალო ორგანიზატორი იყო? ამიტომ უნდა ნახოს მთელმა მსოფლიომ ის ციხის კადრები და გაიგებს, ვინ იყო ამის შემოქმედი.


- ჩვენებით კი აჩვენეს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ხელისუფლებას დასავლეთში ამბის ჩატანაც კი არ შეუძლია ნორმალურად. რას მიკეთებენ ხელისუფლებაში?


- გამოდიან „ნაციონალები" და ამბობენ, ეგ ყველაფერი დადგმული იყოო. რისთვის დაგვიბარა ღარიბაშვილმა და ჩვენ რისთვის გვანახეს ის კადრები? სამუდამოდ რომ მოკვდეს ეს ამბავი? ამიტომ ჯერ ქართველებს ბოლომდე აჩვენონ და მერე - მსოფლიოს და ვინ ახსენებს ამის შემდეგ „ნაციონალებს", მაგათ აქციაზე ვინ მივა და ადეიშვილის ხსენებაზე რა მოხდება, მაგას კიდევ ვნახავთ! წარმოგიდგენიათ, ნაცისტებისთვის ვინმეს ეპატიებინოს ჩადენილი და ეთქვათ, წინ გაიხედეთ, უკან ნუ იყურებითო? და რა, საქართველო დაბალი ღობეა, თუ ვერ ვხვდები, რა ხდება?


- წეღან ხელისუფლების უნიათობაზე ვალაპარაკობდით და სოციალურ ქსელში სპეციალურად სხედან „ნაციონალური" პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ თემა: „კრიმინალის აღნუსხვა ქვეყანაში და ამის გაპიარება!" კობა სუბელიანი ნახეთ, იგივე თარგამაძე, ხაჩიძე, ნახეთ, ამასობაში როგორ მუშაობენ.


- გახსოვთ, ალბათ, „რუსთავი 2"-ზე იყო გადაცემა „ვიდეო პატრული", იქ აღნუსხული იყო, რამდენი მკვლელობა მოხდა ქვეყანაში, რამდენი ძარცვა და რამდენი - გაუპატიურება და წარმოიდგინეთ, ამ ტელევიზიას ეს თემები რომ გაეშუქებინა, ტოპნიუსად გაეშვა და იმით დაეწყოთ „კურიერი", საინტერესოა, როგორი ფონი შეექმნებოდათ „ნაციონალებს"? ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერია ზოგიერთი მედიასაშუალება, მათ დააქციეს ქვეყანა იმ რევოლუციით, რაც 2003 წელს ჩაატარეს, ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინეს და დღეს ჩვენ მივიღეთ სურათი, რომ რეალურად, ჩიხში ვართ და ამ ტერიტორიების დაბრუნება აუხდენელ ოცნებად დაგვრჩა. დღეს იმავე რევოლუციით „ნაციონალებს" სურთ, საბოლოოდ ყელი გამოჭრან ამ ქვეყანას, რადგანაც დღეს რომ საქართველოში ისევ რევოლუცია მოხდეს, ეს იქნება საქართველოს ნამდვილი განადგურება და, სამწუხაროდ, დასავლეთის გარკვეული წრეები ხელს უწყობენ ამ გეგმის განხორციელებას.


ამ ორი დღის წინ ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი ის, რაც მოვისმინე ალასანიას პარტიისგან, რომ თურმე ისინი სკეპტიკურად უყურებენ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას. რა გამოდის? კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ეს ადამიანები თამაშობენ „ნაციონალების" თამაშს. ვერ გავიგე, თუ არის შესაძლებლობა, რომ ის ცნობილი საქმეები გამოიძიონ, რატომ არ უნდა შევუწყოთ ხელი? იმ ახალ დეპარტამენტს სჭირდება კადრების დახვეწა და კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ როგორ შეიძლება, კაცმა თქვა, რომ თურმე პოლიტიკური ნიშნით ხდება ამ დეპარტამენტის შექმნა? აქედან გამომდინარე, იმ არასამთავრობოებს, რომლებიც დაიწყებენ მუდმივი აქციებით ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციის შექმნას, წინასწარ ვიტყვი, რომ მათ აუცილებლად დაემატება ალასანიას პარტია, „ნაციონალური მოძრაობა" და ის სხვა პარტიებიც, რომლებიც დღეს შეიძლება ხელისუფლებად თვლიან თავს და შეიქმნება კოალიცია, რომელიც დაგვიპირისპირდება ხალხს და მოხდება ნამდვილად არასასურველი რამ, ამიტომ ამ მთავრობამ ყურები გამოიფხიკოს და რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეს, დროა, დროა!

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016