reportiori.ge - საფრანგეთის სასამართლო ქალაქის მერებს ერთსქესიანთა ქორწინებას ავალდებულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:41
მსოფლიო
საფრანგეთის სასამართლო ქალაქის მერებს ერთსქესიანთა ქორწინებას ავალდებულებს
18 ოქტომბერი, 2013. 16:49

საფრანგეთის კონსტიტუციურმა სასამართლომ საფრანგეთის ქალაქების მერებს ერთსქესიანი წყვილების კავშირის რეგისტრაცია დაავალდებულა. მერებს უფლება არ აქვთსინდისის თავისუფლების პუნქტზე" დაყრდნობით უარი უთხრან მსგავს წყვილებს, იმ შემთხვევაშიც თუ ეს მათ რელიგიურ და მორალურ წარმოდგენას ეწინააღმდეგება.

ადრე რამდენიმე მერმა კონსტიტუციურ საბჭოს მიმართა იმასთან დაკავშირებით შეესაბამება თუ არა ქვეყნის კონსტიტუციას ის ფაქტი, რომ ერთსქესიანთა შესახებ კანონი „სინდისის თავისუფლების შესახებ" პუნქტს არ ითვალისწინებს, რაც ნიშნავს რომ მათ, ვისთვისაც მსგავსი კავშირი მიუღებელია, ამ ცერემონიას გამართვაზე უარის თქმის უფლება არ გააჩნიათ.

კონსტიტუციურმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიღებული კანონის ნორმები ჩინოვნიკების „სინდისის თავისფულებას" არ ზღუდავს, ვინადან აღნიშნული ერთსქესიანი წყვილების მისამართით ნეიტრალურ დამოკიდებულებას ითვალისწინებს იმ პირებისათვის, ვისაც ამ კავშირის დადების პროცედურებთან აქვს კავშირი.

ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. საფრანგეთმა ეს კანონი 2013 წლის 18 მაისს მიიღო. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016