reportiori.ge - ხვალ რომის ფესტივალზე „შავფაროსნები“ და „ჩვენებურები“ ქართულ კულტურას წარადგენენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 03:46
კულტურა
ხვალ რომის ფესტივალზე „შავფაროსნები“ და „ჩვენებურები“ ქართულ კულტურას წარადგენენ
ავტორი:
18 აპრილი, 2015. 12:05


კვირას,19 აპრილს, რომში ევროპის ერთ-ერთ  ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე „Natale di Roma"  ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები" და ანსამბლი „ჩვენებურები"  ქართულ კულტურას წარადგენენ.



ფესტივალის ფარგლებში პიაცა ვენეციასა და კოლიზეუმის გავლით რომის ისტორიული ქუჩები იკეტება და ოთხკილომეტრიანი  კოსტიუმირებული აღლუმი იმართება. აღლუმზე ევროპის  30-მდე  ქვეყანა თავის ისტორიას წარადგენს. ჩირკო მასიმოს მოედანზე კი  სადაც „Natale di Roma"-ს მთავარი ღონისძიებები იმართება, „შავფაროსნების" შოუპროგრამის დაწყებამდე, ასეულათასობით  მაყურებლისთვის   საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვის  წარდგენა მოხდება.   




რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალში „შავფაროსნები" უკვე მესამედ იღებენ მონაწილეობას.  წინა წლებში მათი  ეფექტური და შთამბეჭდავი გამოსვლების გამო, ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით,  საქართველო „Natale di Roma"-ს მუდმივი მონაწილეების სიაში მოხვდა.




ფესტივალს ყოველწლიურად  რამდენიმე ასეული ათასი მაყურებელი ჰყავს.

 გასულ წელს საქართველოს ისტორიის  წარდგენას ფესტივალის ორგანიზატორებმა 2-3 წუთი დაუთმეს, რადგან როგორც მოგვიანებით თავადვე აღნიშნავდნენ,  ფესტივალის მონაწილეებს შორის ყველაზე ეფექტური და შთამბეჭდავი, ასევე ყველაზე ექსტრემალური ნომერი „შავფაროსნებს"  ჰქონდათ. შესაბამისად მაყურებლის ინტერესი საქართველოს  მიმართ ძალიან დიდი იყო. 2014 წელს „შავფაროსნები" „Natale di Roma"-ს ერთადერთი მონაწილეები იყვნენ,  რომლის წარმოდგენაც ერთ-ერთმა წამყვანმა იტალიურმა არხმა პირდაპირ ეთერში სრულად გადასცა.



 „შავფაროსნები"  და ანსამბლი  „ჩვენებურები"  „Natale di Roma"-ზე  ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულებას წარადგენენ;  ფესტივალის მაყურებელს ისინი  ქართულ საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად, საქართველოს საბრძოლო ისტორიას,  ქართულ ისტორიულ იარაღს,  ქართულ სამოსსა და ანსამბლ „ჩვენებურებთან"  ერთად შესრულებულ   ქართულ სიმღერას და ცეკვას გააცნობენ. ფესტივალზე  მებრძოლი ქართველი ქალის სახეც იქნება წარმოდგენილი, რადგან რომაელი ისტორიკოსების ცნობით,   საქართველოში ლაშქრობისას პომპეუსს მამაკაცებთან ერთად ქართველი ქალებიც ებრძოდნენ. გასულ წელს ქართველი გოგონების ბრძოლას რომში  მაყურებლის დიდი მოწონება და რეზონანსი მოჰყვა.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

 

 

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016