reportiori.ge - „ღმერთო დაიფარე ამერიკა” ანუ ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ბატონ რიჩარდ ნორლანდს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:57
პოლიტიკა
„ღმერთო დაიფარე ამერიკა” ანუ ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ბატონ რიჩარდ ნორლანდს
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 14:30

ბატონო ნორლანდ! საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის "აღიარებას", რომელიც პოლიტიკური (და არამარტო პოლიტიკური) იდიოტიზმის კლასიკური მაგალითიაშეფასება უნდა მისცეს არა მარტო საზოგადოებამ, არამედ სახელმწიფო  სტრუქტურებმა!

 

ბატონო ელჩო, ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას  შეერთებული შტატებისადმი, პირადად თქვენდამი და ბოდიში გვინდა მოგიხადოთ იმისთვის, რომ იძულებული ვართ, მოგმართოთ ერთი უხერხული შეკითხვით.

2011 წლის 26 მაისის ცნობილი მოვლენებიდან 26 თვის შემდეგ, ხელისუფლების ზენიტიდან მიმავალმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, „გულახდილად" მოეთხრო რუსთაველის პროსპექტზე მოწყობილი სასტიკი დარბევის შესახებ. ბატონი სააკაშვილისგან, რომლის ბოლოდროინდელი ქცევა  პოლიტიკურ აგონიას ემსგავსება, არაფერია მოულოდნელი, მაგრამ შეუძლებელია მშვიდად შეხვდე მის განცხადებას, რომ  „26 მაისს, ჩვენს შსს-ში, ამერიკული FBI-ს ჯგუფი იჯდა და მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს თვალყურს ადევნებდა. მან დაწერა  დასკვნა, რომ ყველაფერი კანონიერი იყო"...

       ბუნებრივად ჩნდება  კითხვა: რა იყო კანონიერი? ასათიანისა და კვინტრაძის მკვლელობა, ასობით ადამიანის ცემა და შეურაცხყოფა თუ ჟურნალისტების (ერთ-ერთი მათგანი, ბატონი გიორგი მამაცაშვილი ჩვენი ჰოლდინგის ხელმძღვანელია) რეზინის ტყვიებით დაცხრილვა?  თუ ღმერთი გწამთ, უთხარით საზოგადოებას, ეს მიიჩნია მსოფლიოში საქვეყნოდ ცნობილმა და ლეგენდარულმა FBI-მ კანონიერად?  რასთან გვაქვს საქმე, საქვეყნოდ გაკოტრებული პოლიტიკოსის ბოდვასთან თუ სამწუხარო რეალობასთან, რომელიც  ჩვენს  ყველაზე დიდ  მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს,  რუსთაველის პროსპექტზე მოწყობილი „სასაკლაოს" თანაზიარს  ხდის?!

პრეზიდენტ სააკაშვილის „აღიარება" ნებსით თუ უნებლიედ, გამოიწვევს ამერიკული სახელმწიფოს დისკრედიტაციას,  ანტიამერიკანიზმის ვირუსის გავრცელებას  და საზოგადოების დაფიქრებას -  სისტემური ხომ არ იყო ავღანეთში, ერაყში, გუანტანამოს ციხეში მომხდარი ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული?

ბატონო ნორლანდ! საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის "აღიარებას", რომელიც პოლიტიკური (და არამარტო პოლიტიკური) იდიოტიზმის კლასიკური მაგალითიაშეფასება უნდა მისცეს არა მარტო საზოგადოებამ, არამედ სახელმწიფო  სტრუქტურებმა!

     ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება ჩვენი მოქალაქეების სურვილი, საერთაშორისო სტრუქტურები ჩაერთონ 26 მაისის მოვლენების გამოძიებაში  იმის გასარკვევად, მონაწილეობდნენ თუ არა  ამ ამაზრზენი  დანაშაულის ორგანიზებაში უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურები.

      ჩვენთვის ფრიად საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციოზისგან პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების  შეფასება.

    ბატონო ნორლანდ, ეგებ არ გადადოთ ამის გაკეთება...

P.S. მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა ქართველებიც ანტიჰიტლერული კოალიციის წევრთა შორის იყვნენ, სტალინის რეჟიმს ერთი პოლიტიკური პლაკატი ჰქონდა. ეს მოწოდება, ორიგინალის ენაზე, ასე ჟღერს: „БОЛТУН - НАХОДКА ДЛЯ ВРАГА!" სააკაშვილის ყბედობაც  ჩვენი საერთო მტრისთვის მიძღვნილი საჩუქარი ხომ არ არის?! 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016