ჰამლეტ გონაშვილის და ანსამბლ "რუსთავის" შესრულებული სიმღერა "წინწყარო", ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი კინორეჟისორის ვერნერ ჰერცოგის კინოშედევრის საუნდტრეკს წარმოადგენს. ჰორორის ჟანრის გახმაურებული ფილმი "ნოსფერატუ: ღამის მოჩვენება", ფრიდრიხ მურნაუს 1921 წელს შექმნილი ფილმის „ნოსფერატუ, საშინელების სიმფონიას" რიმეიქი გახლავთ და კინოკრიტიკოსების მიერ საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთ შედევრად არის აღიარებული.
ფილმს ავტორიტეტული კინორეიტინგის „IMDB"-ის ჩამონათვალში, საშინელებათა ჟანრის ფილმებისთვის ძალზე საპატიო - 7,6 ბალი აქვს მინიჭებული.
ალბათ ყველა ქართველისთვის უცნაურია ის ფაქტი, რომ ქართული ფოლკ-მუსიკის ესოდენ გამორჩეული ნიმუში, გერმანელმა რეჟისორმა გრაფ დრაკულაზე შექმნილი ფილმის მუსიკალური გაფორმებისთვის გამოიყენა.
„ნოსფერატუ: „ღამის მოჩვენება" 1979 წელს გამოვიდა და მასში მონაწილეობა რამდენიმე გამოჩენილმა კინოვარსკვლავმა მიიღო. ფილმში მთავარ როლებს კინოვარსკვლავები - გერმანელი კლაუს კინსკი, ფრანგი იზაბელ აჯანი და შვეიცარიელი ბრუნო განცი (განცი ამჟამად საუკეთესო გერმანულენოვან მსახიობად ითვლება და 1996 წლიდან „იფლანდის ბეჭდის" მფლობელია).
ჰერცოგის ფილმი რამდენიმე კინოპრემიით დაჯილდოვდა, რომელთა შორის გამორჩეული "ბერლინალე"-ზე მოპოვებული "ვერცხლის დათვი" გახლდათ.
გენიალური ქართველი მომღერლის შესრულებული სიმღერის "კინოოდისეა" ამით არ დასრულებულა. "წინწყარო" ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჟანრის ფილმებისა და სერიალების საუნდტრეკად იქცა.
წყარო: „გურიანიუსი"