reportiori.ge - ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ს სანქცია არ დაეკისრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:58
მედია
ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ს სანქცია არ დაეკისრა
ავტორი:
22 აპრილი, 2015. 12:35


როგორცსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან  „რეპორტიორს" აცნობეს, ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს"-ის   ეთერში 2015 წლის 15 მარტს გავიდა გადაცემა - ანალიტიკური თოქშოუ „2030", რომელიც სარეკლამო ბლოკით შეწყდა ოთხჯერ.

 

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის იმ დროისთვის მოქმედი რედაქციით  ოცდაათ წუთზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა კომერციული რეკლამით შეიძლებოდა შეწყვეტილიყო მხოლოდ სამჯერ. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში კომერციული რეკლამის რეგულაციის მიზნით განხორციელებული ცვლილებები პირველ აპრილს შევიდა ძალაში და ზემოხსენებული შეზღუდვები, რომელიც ოცდაათ წუთზე მეტი ხანგრძლივობის  მქონე გადაცემის მხოლოდ სამჯერ შეწყვეტის შესაძლებლობას იძლეოდა გაუქმდა, კომერციული რეკლამის ეთერში განთავსებისთვის ე.წ „მცოცავი საათის" გამოყენების გამო.


კომისიის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ მართალია ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს"-მა დაარღვია 15 მარტს მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნა, თუმცა სამართლის ზოგადი პრონციპიდან გამომდინარე, როდესაც კანონში განხორციელებული ცვლილებები აუმჯობესებს პირის ვალდებულებით ნაწილს, ტელეკომპანიის მიმართ სანქციის გამოყენება არ ჩათვალა მიზანშეწონილად.


გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016