reportiori.ge - ფილმი „გაღმა ნაპირი" აფხაზურ ენაზე ითარგმნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 03:59
კულტურა
ფილმი „გაღმა ნაპირი" აფხაზურ ენაზე ითარგმნა
22 აპრილი, 2015. 15:08


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით და ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ შექმნილი ფილმების აფხაზურ ენაზე თარგმნას.



ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ინიცატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე ითარგმნა ფილმი გაღმა ნაპირი". პროექტის მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთში თარგმნილი ფილმების გავრცელება და პოპულარიზაციაა.



დღეს, 15:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აფხაზური სუბტიტრებით გიორგი ოვაშვილის ფილმის - „გაღმა ნაპირის" დისკებს გადასცემს.



ღონისძიებას გაუძღვებიან მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.



„გაღმა ნაპირი" აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიემგზავრება. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ოცდაათამდე ქვეყანაში, ოთხმოცამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირს" რამდენიმე ათეული ჯილდო აქვს მოპოვებული.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016