მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი 1942 წლის 22 აპრილს დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1966 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე ნათამაშები აქვს მრავალი როლი. შექმნილი აქვს მრავალი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე. ითამაშა 22 მხატვრულ ფილმში და ტელესერიალში - „ცხელი ძაღლი".
ჟანრი ლოლაშვილი 1959 წლიდან ხატავს. მას გამოფენები ჰქონდა გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში). საქართველოში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა ასევე ერთი პერსონალური გამოფენა.
მიღებული აქვს წოდებები და ჯილდოები: 1976 წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, 1979 წ. - სსრკ სახელმწიფო პრემია, 1981 წ. - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, 2000 წ. - პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის („კაცია- ადამიანი?!", რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი").
„რეპორტიორი" ბატონ ჟანრის ულოცავს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს უსურვებს!