"დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე, ხაიშის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
"მე ვნახე საოცარი დოკუმენტები, გაფორმებული 2011 წელს, რომლის მიხედვითაც, მთელი ეს ტერიტორია გადაცემულია კერძო საინვესტიციო კომპანიისათვის. პრაქტიკულად გამოდის, რომ ამ ადამიანების სახლები, საძოვრები სასაფლაოები და თვითონ ეს ადამიანებიც გაყიდულები არიან. ეს წარმოუდგენელი რამ არის, ამას აუცილებლად უნდა მიხედვა და როცა სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ასეთ აბსურდულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, პირველ რიგში მთავრობა და პრეზიდენტი. რაც შეეხება "ხუდონჰესს", ყველაზე მეტად ადამიანებს სწყინთ ის, რომ ჩვენი ახალი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აქ იყო ამოსული არჩევნებამდე, და მაშინ ხალხს შეპირდნენ, რომ ხუდონი არ აშენდებოდა. მე ვუთხარი ამ ადამიანებს, რომ ზოგადად საქართველო არ ამბობს უარს არც ელექტროსადგურების მშენებლობაზე, არც სამუშაო ადგილების შექმნაზე, მაგრამ დატბორვა ამ უზარმაზარი ტერიტორიებისა, ეკლესიებისა, სასაფლაოებისა და სოფლებისა ნამდვილად არ არის ჩვენთვის სიკეთის მომტანი. ჩვენ ამ ადამიანებით კი არ უნდა ვივაჭროთ, არამედ მაქსიმალურად ოპტიმალური პროექტი შევიმუშავოთ, ისე რომ ეს ხალხი არ დაზარალდეს და ქვეყანამაც ელექტროენერგია მიიღოს." - განაცხადა ბურჯანაძემ.