25 აპრილს კლუბი „ბახტრიონი" გაიხსნა. ორგანიზატორებმა კლუბი საზოგადოებრივი ღონისძიებით გახსნეს. შეკრების იდეა საზოგადოებასთან უშუალო და პირდაპირი კომუნიკაციის განახლებაა. კლუბში „ბახტრიონზე" შეკრების მსურველებს ნებისმიერ თემატიკაზე შეეძლებათ საუბარი. ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას იგეგმება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება. როგორც, „რეპორტიორს" მწერალმა და პუბლიცისტმა გუჯა შვანგირაძემ, ფსევდონიმით - გუჯა ბიძიამ განუცხადა, შეხვედრების უკან პოლიტიკური ინტერესები არ დგას:
„თანამედროვე რეალობაში ადამიანებს შორის გაუცხოების პრობლემა დგას. ამ ყველაფერმა ვიწრო , ჩაკეტილ სივრცეში გადაიზარდა, ურთერთობებისა და ინფრომაციების გაცვლა სოციალური ქსელით, მობილური კავშირებითა და მედია საშუალებებით ხდება. უშუალო ურთიერთობა ადამიანებს შორის გაქრა. მე და ჩემმა თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ სალონური, ლიტერატურული ტიპის კლუბი შეგვექმნა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ნებისმიერ თემზე ისაუბრონ. შეხვდრებზე მუსიკა, პოეზია იქნება, ყველაფერი ის რაც ადამიანს შინაგანი კომფორტისთვის სჭირდება,"- აღნიშნა მწერალმა გუჯა შვანგირაძემ.