reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: მედიასაშუალებებში სიცრუე არ უნდა იყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:11
მთავარი თემა
ბიძინა ივანიშვილი: მედიასაშუალებებში სიცრუე არ უნდა იყოს!
26 აპრილი, 2015. 22:19



„პოლიტიკური გავლენები არ არის დიდი უბედურება, თუ ჩვენ ვიცით და ვაცხადებთ ამის შესახებ," - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არსებულ მედიასტანდარტებზე.



ბიძინა ივანიშვილმა მედიის დამოუკიდებლობის საკითხზე საუბრისას ტელეკომპანია "რუსთავი ორის" მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ არ არის დიდი ცოდვა, თუ ტელევიზია ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის ინტერესებს ატარებს, მთავარია, რომ ეს მოხდეს საჯაროდ და ამის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ტელევიზიამ.



"პოლიტიკური გავლენები არ არის დიდი უბედურება, თუ ჩვენ ვიცით და ვაცხადებთ ამის შესახებ. ეს მედიასაშუალებების მეპატრონეების გემოვნების თუ მათი მოქალაქეობრივი დამოკიდებულების საქმეა. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი "რუსთავი ორის" შემთხვევაში, როდესაც ის გახლავთ პარტიული ტელევიზია. ეს არ არის დიდი ცოდვა. ცოდვა გახლავთ ის, რომ მედიასაშუალებებში სიცრუე არ უნდა იყოს. რაც არის და როგორც არის განვითარებულ სახელმწიფოებში, ხშირად ნახავთ, რომ ერთი პარტიის გემოვნებაზეა მედიასაშუალება მორგებული და მის აგიტაციას უფრო მეტად ახერხებს. შეიძლება იყოს სხვა ტელევიზია, რომელიც სხვის აგიტაციას ახერხებს, მაგრამ მსმენელმა და მკითხველმა იცის, რომ ეს მედიასაშუალებები არ ცრუობენ. ჩვენ ამისგან არ ვართ დაზღვეული და ამის, საუბედუროდ, ძირითადი წამყვანი ძალა კვლავ გახლავთ "რუსთავი 2" და "ტაბულა".



არ არის პრობლემა "რუსთავი ორმა" განაცხადოს, რომ ის არის პოლიტიკური პარტიის ტელევიზია, არავითარი პრობლემა არ არსებობს, ოღონდ სიცრუეს თავი დაანებოს და ნუ ახდენს იმ ხელისუფლების დისკრედიტაციას, რომელიც მის ქვეყანას ემსახურება", - განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 20/30"-ში საუბრისას.







 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016