reportiori.ge - „შავფაროსნებმა” და ანსამბლ „ჩვენებურებმა” რომის ფესტივალზე საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 03:34
კულტურა
„შავფაროსნებმა” და ანსამბლ „ჩვენებურებმა” რომის ფესტივალზე საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
27 აპრილი, 2015. 02:35


 

„შავფაროსნები" ევროპაში  ერთ-ერთ   ყველაზე ცნობილ  და მასშტაბურ ფესტივალზე „ნატალე დი რომა"  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრნენ და  ევროპის 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს.


 საქართველოს სახელით, რომის ფესტივალზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულება, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებმა"   და ანსამბლმა   "ჩვენებურებმა"  წარადგინეს.  ქართველების გამოსვლამ   „ნატალე დი რომა"-ს   ასეულ ათასობით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხოური მედიის ინტერესის ობიექტიც გახდა.


 ევროპის უძველესი დედაქალაქის რომის დაარსებისადმი მიძღვნილი ფესტივალის სანახავად ტურისტები იტალიაში  მთელი მსოფლიოდან ჩადიან, რადგან   ამ დღეს რომში ევროპის ანტიკური ისტორია ცოცხლდება. ფესტივალის ფარგლებში რომის ისტორიულ ქუჩები იკეტება და ოთხ  კილომეტრიანი კოსტიუმირებული აღლუმი  იმართება.  აღლუმზე, რომელსაც მაყურებლის უწყვეტი ნაკადი მიუყვება,  ყველა ქვეყანა  საკუთარ  კულტურას  და  საბრძოლო ისტორიას  წარადგენს.


 მსვლელობის დროს ყველაზე დიდი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით მაყურებელი სწორედ "შავფაროსნების"  გამოსვლას შეხვდა.  ჩირკო მასიმოს მოედანზე კი, სადაც  Nატალე დი ღომა-ს ფინალური  ნაწილი  იმართება ,  ანსამბლ  "ჩვენებურების"  შესრულებული ქართული სიმღერის  ფონზე,   შავფაროსნების საბრძოლო შოუმ  არათუ მხოლოდ მაყურებელი,  ფესტივალის ორგანიზატორებიც  აღაფრთოვანა.  მათი   გადაწყვეტილებით, საქართველომ Nატალე დი ღომა-ს   საუკეთესო მონაწილის სტატუსი  მიიღო.  რომში წარმატებული გამოსვლის შედეგად  "შავფაროსნებმა"  ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ევროპის კიდევ   რამდენიმე ქვეყნიდან  მიწვევაც  მიიღეს.


 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად,  პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი.


27 აპრილს, 15:00 საათზე, სპორტულ კომპლექსში „არენა" (მის: უნივერსიტეტის ქ. 2), „შავფაროსნები" და ანსამბლი „ჩვენებურები" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად გამართავენ პრესკონფერენციას რომის ფესტივალზე მიღწეულ  წარმატებასთან დაკავშირებით.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016