reportiori.ge - გიორგი თარგამაძე: პრეზიდენტის ერთ–ერთი მოვალეობა უნდა იყოს სწორედ ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:51
პოლიტიკა
გიორგი თარგამაძე: პრეზიდენტის ერთ–ერთი მოვალეობა უნდა იყოს სწორედ ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება
20 ოქტომბერი, 2013. 14:08

 "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის"  პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე, ქობულეთში აჭარა-გურიის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა. საუბრის თემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების აუცილებლობა იყო.


"სამწუხაროა, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი მთავრობა სრულიად უმოქმედოა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის და რეალური დახმარების მიმართულებით. პირადად ჩემი და "ქრისტიან-დემოკრატების" გამორჩეულ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყანაში სოფლის მეურენეობის ტრადიციული დარგების და აგრარული კოოპერატიული მეურნეობების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, რომელიც მართლაც სახელმწიფო სტრატეგიის ხარისხში უნდა იყოს აყვანილი. პრეზიდენტის ერთ-ერთი მოვალეობა უნდა იყოს სწორედ ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ქართული პროდუქციისთვის ქართული ბაზრის დაბრუნება და საზღვრებს გარეთ ახალი ბაზრების მოძიება და მე პირობას ვდებ, რომ შესაბამისი სახელისუფლებო რესურსების ჩემს ხელთ აღმოჩენის შემთხვევაში, ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებ"- განაცხადა თარგამაძემ.  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016