reportiori.ge - ზაქარია ქუცნაშვილი - ეს არ არის არც მამაჩემის და არც მამათქვენის ფული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:52
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი - ეს არ არის არც მამაჩემის და არც მამათქვენის ფული
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 16:00

ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, არასაპარლამენტო პარტიები 1 მილიონი ლარის მიცემას საპრეზიდენტო არჩევნების წინ, წინასწარ ითხოვდნენ.  მისივე თქმით, ე.წ. დასაბუთებული ხარჯების დასაფარად 1 მილიონის გამოყოფის ინიციატივა თავად არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა, რომელთა შეთავაზებაც იყო ყველა პარტიისათვის აღნიშნული თანხის წინასწარ გამოყოფა.

"არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ პარტიებმა ხარჯებისათვის თანხა არჩევნების წინ მიიღონ, ან რამდენად სწორია დაფინანსება ისეთმა პარტიებმა მიიღონ, რომელსაც არჩევნებში საერთოდ მონაწილეობა მიღებული არ აქვთ. მე მათ ვუთხარი, რომ ეს არ არის არც მამაჩემის და არც მამათქვენის ფული. ეს ქართველი ხალხის ფულია და უფლება არ გვაქვს მისი იმგვარად განკარგვის, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მოინდომებს, ბიუჯეტიდან თანხა ყველამ წინასწარ მიიღოს", - აცხადებს ქუცნაშვილი.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იმ კანდიდატს, ვინ ხმათა 10%-ს ან მეტს მოიპოვებს, ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება ხარჯი - 1 000 000 ლარის ოდენობით. ასეთი წესი ამჟამად მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, ამ არჩევნებში ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ვრცელდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016