reportiori.ge - ქართული წიგნის გადასარჩენად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 03:32
კულტურა
ქართული წიგნის გადასარჩენად
ავტორი:
29 აპრილი, 2015. 12:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს



მოგეხსენებათ, 2018 წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ეს არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, სადაც ამ სტატუსით მონაწილეობა გულისხმობს: ქართული მწერლობისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების წარმოჩენას. მოვლენას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც - ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და გაზრდის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ.


ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამომცემლობების მხარდაჭერა და გაძლიერება.


ეს კი შეუძლებელია იმ პირობებში, როცა ბოლო ორი წლის მონაცემებით:


- გაკოტრდა ან გაკოტრების პირასაა ქართული გამომცემლობების მნიშვნელოვანი ნაწილი.


- დაიხურა მცირე და საშუალო პოლიგრაფიული საწარმოები (სტამბები), უმუშევარი დარჩა ასეულობით ადამიანი.


- გაძვირდა მხატვრული, შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა, საგრძნობლად შემცირდა წიგნების ტირაჟები.


- დაიხურა რამდენიმე წიგნის მაღაზია თბილისსა და რეგიონებში.


- გასული საუკუნის 90-იანი წლების მსგავსად, შავ ბაზარზე ისევ გაჩნდა აღურიცხავი და კონტრაფაქციული წიგნები.


ამ სავალალო და საგანგაშო მდგომარეობის მიზეზი, რომელშიც ამჟამად იმყოფება ქართული წიგნი, დიდწილად ის არის, რომ უკვე ორი წელია განათლების სამინისტრო ითვისებს ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ინტელექტუალურ საკუთრებას და უკანონოდ ბეჭდავს სასკოლო სახელმძღვანელოებს ტენდერის გარეშე შერჩეულ, განათლების სამინისტროს მიერ ლობირებულ სტამბებში. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამომცემლობებთან კომუნიკაციის უგულებელყოფის გამო იხარჯება მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხები.


წიგნი, როგორც კულტურის სახე და პრესტიჟი, საზოგადო, საერთო ეროვნული მოვლენაა და არა მხოლოდ კერძო ინტერესის საგანი. სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლები სახელმწიფო სუბსიდიებს არასოდეს იღებდნენ და არც ითხოვდნენ. ამიტომაც არის საჭირო და აუცილებელი, მათ დავუტოვოთ ის, რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მოიპოვეს, და რამაც, კულტურული თვალსაზრისით, გაამართლა (წლების განმავლობაში იბეჭდებოდა არაკომერციული სამეცნიერო, მხატვრული, შემეცნებითი ლიტერატურა, არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოები). 


ეს არა მარტო ჩვენი, არამედ ამ საქმით დაინტერესებული ფართო სექტორის - ავტორების, მესტამბეების, წიგნის გამავრცელებლების, საბიბლიოთეკო და საგანმანათლებლო ქსელის მუშაკების - და ქართული წიგნის ყველა ქომაგის მოთხოვნაა.




გამომცემლობა „არტანუჯი"                       ზვიად კვარაცხელია


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა       თინათინ მამულაშვილი


გამომცემლობა „დიოგენე"                          თამარ ლებანიძე


გამომცემლობა „ინტელექტი"                   კახმეგ კუდავა


გამომცემლობა „მერიდიანი"                     კახაბერ რუსიძე


გამომცემლობა „პედაგოგიკა"                   ირინა რუხაძე


გამომცემლობა „სიესტა"                             ქეთევან კიღურაძე


გამომცემლობა „სწავლანი"                        ნინო ნაკუდაშვილი   


ქარჩხაძის გამომცემლობა                           გია ქარჩხაძე





წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე


პატივისცემით,

გვანცა ჯობავა

23 აპრილი, 2015





(წყარო: manifest.ge)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016