ელენე ახვლედიანის სცენოგრაფიები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის არქივში იპოვეს. 4 ესკიზი კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლისთვის შეიქმნა. კარლო კალაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი დოდო ანთაძემ 1947 წელს აღადგინა.
ელენე ახვლედიანის აქამდე უცნობი სცენოგრაფიები წლების განმავლობაში შეუსაბამო პირობებში შენახვის გამო დაზიანებული იყო. საქართველოს ეროვნულ არქივში ოთხივე ესკიზის რესტავრაცია მოხდა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის არქივში ნაპოვნი კადრები, დაახლოებით, 6 წუთიანია. მისი რესტავრირებაც ეროვნულ არქივში მოხდა.
ელენე ახვლედიანის ესკიზები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამოიფინება. უნიკალური კინოკადრები კი დაზიანებისგან დასაცავად ეროვნული არქივის საცავებში დარჩა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)