reportiori.ge - თბილისში ზინაიდა კვერენჩხილაძის მემორიალური დაფა გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 04:01
კულტურა
თბილისში ზინაიდა კვერენჩხილაძის მემორიალური დაფა გაიხსნა
ავტორი:
30 აპრილი, 2015. 19:22


თბილისში საქართველოს სახალხო არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის მემორიალური დაფა  გაიხსნა.


მსახიობის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.


ღონისძიებას ზინაიდა კვერენჩხილაძის ოჯახის წევრები, რუსთაველის თეატრის მსახიობები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ზინაიდა კვერენჩხილაძემ თავისი მრავალწლიანი შემოქმედებით საქართველოს უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა. მისივე თქმით, მემორიალური დაფის გახსნით, დედაქალაქის მერიამ მსახიობის უკვდავსაყოფად მოკრძალებული წვლილი შეიტანა.


საქართველოს სახალხო არტისტის კახი კავსაძის თქმით, ზინაიდა კვერენხილაძე იყო ქართული თეატრის ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული, განსაკუთრებულად ძლიერი ტრაგიკოსი მსახიობი.


ზინაიდა კვერენჩხილაძე 1956 წლიდან რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა.  1968 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1976 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ათეულობით თეატრალურ როლთან ერთად შესრულებული აქვს რამდენიმე კინო-როლიც. ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა 2011 წლის 2 სექტემბერს. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში. 


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016