ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის, ბუბა კუდავას გათავისუფლებას დანაშაულს უწოდებს.
„გასტროლზე მყოფმა შემთხვევით გავიგე, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი ბუბა კუდავა გაანთავისუფლეს. თუ მისი განთავისუფლების მიზეზი ჩემთვის ცნობილი გარემოებაა, მაშინ ეს არის არათუ ცუდი ფაქტი, არამედ ისეთივე დანაშაული, როგორც საყდრისი...
გარკვეული წარმოდგენა მაქვს, თუ რის გამო დაუწყეს მას, როგორც ხელმძღვანელს დევნა და თუ როგორ იცავდა თავის ინსტიტუტში დაცულ ხელნაწერებს გაზიდვისაგან, რაც დაინტერესებულ გავლენიან პირებს სურთ!
ყოველივე აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ ეს ძალზედ სამწუხარო და უსამართლო ფაქტია! თუ ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლები ისურვებენ, მზად ვარ გვერდით დავუდგე მათ იმ იდეალების გადასარჩენად, რასაც მგონია, რომ მათი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნა შეეწირა! ხელისუფლებას კი ვთხოვ დაფიქრებით მოეკიდონ ხელნაწერთა ინსტიტუტს და მის მომავალს!"- განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)