reportiori.ge - ნიკოლოზ რაჭველი: ბუბა კუდავას გათავისუფლება ისეთივე დანაშაულია, როგორც საყდრისი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 04:00
კულტურა
ნიკოლოზ რაჭველი: ბუბა კუდავას გათავისუფლება ისეთივე დანაშაულია, როგორც საყდრისი!
ავტორი:
01 მაისი, 2015. 02:53

 



ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის,  ბუბა კუდავას გათავისუფლებას დანაშაულს უწოდებს.


 

„გასტროლზე მყოფმა შემთხვევით გავიგე, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი ბუბა კუდავა გაანთავისუფლეს. თუ მისი განთავისუფლების მიზეზი ჩემთვის ცნობილი გარემოებაა, მაშინ ეს არის არათუ ცუდი ფაქტი, არამედ ისეთივე დანაშაული, როგორც საყდრისი...

გარკვეული წარმოდგენა მაქვს, თუ რის გამო დაუწყეს მას, როგორც ხელმძღვანელს დევნა და თუ როგორ იცავდა თავის ინსტიტუტში დაცულ ხელნაწერებს გაზიდვისაგან, რაც დაინტერესებულ გავლენიან პირებს სურთ!

ყოველივე აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ ეს ძალზედ სამწუხარო და უსამართლო ფაქტია! თუ ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლები ისურვებენ, მზად ვარ გვერდით დავუდგე მათ იმ იდეალების გადასარჩენად, რასაც მგონია, რომ მათი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნა შეეწირა! ხელისუფლებას კი ვთხოვ დაფიქრებით მოეკიდონ ხელნაწერთა ინსტიტუტს და მის მომავალს!"- განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016