reportiori.ge - გია ხუხაშვილი: ეროვნული ბანკი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები 24-საათიან რეჟიმში უნდა ეძებდნენ გამოსავალს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:31
ეკონომიკა
გია ხუხაშვილი: ეროვნული ბანკი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები 24-საათიან რეჟიმში უნდა ეძებდნენ გამოსავალს!
02 მაისი, 2015. 21:00



„დღეს, ისეთი სიტუაციაა – ეროვნული ბანკი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ერთ კაბინეტში უნდა ისხდნენ და 24-საათიან რეჟიმში უნდა ეძებდნენ გამოსავალს. გამოსავლის პოვნა არ არის ადვილი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ პროცესს თუ ვერ გააჩერებენ, მაქსიმალურად შეარბილონ მაინც!“- ამ განცხადებას საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი „რეპორტიორთან“ საუბრისას აკეთებს.

 

 

„ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, რთულია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება. ლარის სტაბილიზაციის მოკლევადიანი საფუძველი, სამწუხაროდ, არ არსებობს.  მცირე პრივატიზაცია გარკვეულ ბალიშად შესაძლოა ჩაეფინოს, მაგრამ რადგან ლარის კურსი დგინდება მოთხოვნა-მიწოდებას შორის თანაფარდობიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არის სერიოზული დისბალანსი და მისი შევსების  არანაირი ეკონომიკური ფაქტორი არ არსებობს – არც პირდაპირი ინვესტიციების სახით და არც ექსპორტიდან სავალუტო შემოდინების სახით, უახლოეს პერიოდში ტურისტულ ბუმსაც არ ველით. ნაღდი ვალუტის გადმორიცხვები შემცირებულია, ფაქტობრივად, მოთხოვნა ბაზარზე, მათ შორის იმპორტიორების მხრიდან, ჩვენ ხომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ,  ბევრად აჭარბებს ბაზარზე ვალუტის მიწოდებას. ასეთ ვითარებაში, ვალუტა თავისთავად არის მზარდი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

გია ხუხაშვილი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზეც საუბრობს.

 

 

„სიტუაციის გამოსწორება შეიძლება სავალუტო ბირჟაზე მეტი ვალუტის შესვლით, თუმცა, ამის ეკონომიკური საფუძვლები არ  ჩანს. შესაძლებელია, ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ სხვადასხვა მექანიზმებით, გარკვეული პერიოდით შეარბილონ ეფექტი და შეაჩერონ, მაგრამ მათი რესურსი ამ მხრივაც შეზღუდულია“,-აღნიშნავს ხუხაშვილი.

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016