reportiori.ge - ლეგენდა- სახელად ოდრი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 03:42
კულტურა
ლეგენდა- სახელად ოდრი...
ავტორი:
04 მაისი, 2015. 11:21




ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი  ოდრი კეთლინ რასტონი, იგივე  ოდრი ჰეპბერნი, 1929 წლის 4 მაისს დაიბადა.


ოდრი კეთლინ რასტონი დაიბადა ბრიუსელში (ბელგია) და ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. მას დედის ჰოლანდიელ დიდგვაროვანზე პირველი ქორწინებიდან ორი ნახევარძმა, ალექსანდრე და იან ქარლეს ვან უფროდი ჰყავდა.


ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო. ხასიათის ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა იუნისეფთან თანამშრომლობის წლებში.


 

ლეგენდად ქცეული ოდრი ჰეპბერნი


ის ისტორიას შემორჩა ლამაზ, ელეგანტურ ქალბატონად. ქალბატონი დიდი სათვალით, შლიაპით,

გრძელი ხელთათმანებითა და პატარა კაბით.არსებობენ ქალები, რომელთა სილამაზე უკვდავია,

ვისი გრაცია და აუხსნელი ხიბლი უეჭველია. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მათ მშვენიერ

ქალბატონებს უწოდებენ, ხან კი სპეტაკი სილამაზის გენიოსებს დაარქმევენ ხოლმე .მათ რიცხვში

შედის ოდრი ჰეპბერნიც, მინდა შემოგთავაზოთ ნაკლებად ცნობილი ცნობები მისი ცხოვრების

შესახებ.


მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ იგი, მართლაც , მეფის ასულია, რომელიც ერთი ღამით სასახლიდან გაიპარა. წარმოუდგენელია, რომ ასეთი არაამქვეყნიური სილამაზისა და სიწმინდის გოგონა სადმე ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდეს და ჩეულებრივი ყოფით იყოს დაკავებული.


იგი დედოფალი იყო, მაგრამ მისთვის განკუთვნილი არცთუ ხანგრძლივი სიცოცხლე ძალიან წააგავდა კონკიას გაწამებულ ცხოვრებას. . .


ოდრი ჰეპბერნის დედა ნიდერლანდელი ბარონესა ელა ვან ჰიმსტრა გახლდათ, მამა კი-ინგლისელი ბანკირი ჯონ ჰეპბერნ-რასტონი.. ოდრი თვენახევრის იყო, როცა ხველების მწვავე შეტევისგან გალურჯდა და სუნთქვა შეწყვიტა, ექიმებმა ოდრის სიცოცხლე ძლივს გადაარჩინეს.


ოჯახში იდილია არ სუფევდა, რადგან ოდრის დედ-მამა გამუდმებით კამათობდნენ, ოდრის ძმები ასევე გამუდმებით ჩხუბობდნენ და დაიკოსაც ჩაგრავდნენ, თავად ოდრის კი სულ შიოდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ საჭმელი აკლდათ, უბრალოდ მის კვებაზე არავინ ზრუნავდა. "მე ჩემს მშობლებს არ ვჭირდებოდი",- ასე ჩაწერა მოგვიანებით ოდრიმ თავის მემუარებში...


მალე ოდრიმ ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელზეც ოდრი, ზრუნავდა იყო ინგლისელი რეჟისორი. ოცი წლის შემდეგ სწორედ მან გადაიღო ოდრი პირველ ფილმშ "დაიცადე დაბნელებამდე" .


მისი მშობლები ერთმანეთს მალევე დასცილდნენ, რის შემდეგაც ოდრი დედასთან ნიდერლანდებში ცხოვრობდა და ერთ კერძო სკოლაში სწავლობდა. ყველაფერ ამას ისიც დაემატა რომ ნაცისტურმა გერმანიამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა : პატარა ოდრის ხან შიოდა, ხან სციოდა და მუდმივად ეშინოდა. იმის მიუხედავად ,რომ ხშირად შიმშილით გული მისდიოდა , სხვა გოგონებთან ერთად საიდუმლო წერილებს ფეხსაცმელში იმალავდა და ჰოლანდიელ ჯარისკაცებთან მიჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ნაცისტი გერმანელები ინგლისელებს ვერ იტანდნენ დედა ოდრის ხშირად უცვლიდა სახელს და ერთი პერიოდი მას თურმე ედას ეძახდა.



1951 წელს ოდრი ფილმ "მონტე-კარლოს" გადაღების დროს რიგით მოცეკვავედ აიყვანეს, მაგრამ რეჟისორმა უყურადღებოდ არ დატოვა ოდრის ნიჭი, სილამაზე და ჰაეროვნება, ამიტომ ერთ-ერთ მთავარ როლზე დაამტკიცა.


მისი ერთადერთი სიხარული შოკოლადი გახლდათ ეს კი ძალიან აღიზიანებდა დედა-ბარონესას, რადგან შვილის სიმსუქნე მის არისტოკრატულობას ჩრდილს აყენებდა. ასე რომ, ოდრის შოკოლადს უმალავდნენ და იგი იძულებული იყო ფრჩხილები ეკვნიტა. დედა თურმე იმიტომ უმალავდა შოკოლადს, რომ სიმსუქნე ცხოვრების "პრობლემად" არ გადაჰქცეოდა, რაც ხშირ შემთხვევაში ქმრების ღალატის მიზეზი ხდებოდა.


ოდრის ძალიან ჰყვარებია ცეკვა, მაგრამ ომს არ უყვარდა. .. მუდმივი შიშის, ბომბდამშენების ხმის ფონზე არც ოდრის ეცეკვებოდა. ის ჰოსპიტალში დაჭრილი ჯარისკაცების მოვლას შეუდგა.


ძილის წინ გოგონა გამუდმებით ბიბლიას კითხულობდა და ღმერთს ევედრებოდა, რომ მის მშობლებს ჩხუბი შეეწყვიტათ. იგი ფიცს დებდა უფლის წინაშე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე გამხდარი და ნაზი იქნებოდა. მას საბოლოოდ ასეთი აზრი ჩამოუყალიბდა, რომ, როცა გაიზრდებოდა, მისი წონა 46 კოლოგრამზე მეტი არასოდეს უნდა ყოფილიყო, რადგან დედა გამუდმებით ჩააგონებდა, რომ ნამდვილი ლედი სწორედ ასეთი წონის მქონე უნდა იყოს და ოდრიმ ეს ფიცი აბსოლუტური სიზუსტით შეასრულა... თვით ხანდაზმულ ასაკშიაც კი იგი მხოლოდ 50 კილოგრამამდე იწონიდა.



ოდრის საყვარელი ფერები იყო თეთრი და ვარდისფერი. სახელი "ოდრი" თავისი წარმოშობით ნიშნავს "კეთილშობილს", "სამეფოს".


დაბადებიდან 21-ე დღეს ოდრის გული მცირე ხნით გაჩერებულა და ჩვილი ყველას მკვდრად ჩაუთვლია, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით ბავშვს კვლავ გაუხელია თვალი. ამის გამო, ოდრი ხშირად ამბობდა- "მე სამ კვირაში გარდავიცვალე, რათა ჩემში სხვა არსების სული ჩასახულიყო".


ოდრის ძალიან ჰყვარებია მკვახე ვაშლი და ყოველთვის სიამოვნებით მიირთმევდა სადილის შემდეგ, როგორც დესერტს.

ომის დასრულებისთანავე ის ინგლისში მიემგზავრება, რათა ბალეტის სკოლაში შევიდეს . თუმცა ბალერინობაზე უარს ეუბნევიან, მისი სიმაღლე ბალეტისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. ოდრი დადიოდა ღამის კლუბებში და საცეკვაო მოედნებზე. ის მუდმივად ცდილობდა დაევიწყებინა ომისდროინდელი განცდები და თითქოს ეს ცეკვას უნდა მოეხერხებინა, მაგრამ...პოპულარობა არ აყოვნებდა და ოდრი ნელ-ნელა ექცეოდა წარმატების ზენიტში. 1953 წელს როლზე მიიწვიეს. ეს იყო , ,რომაული არდადეგები'', რომელმაც ოსკარი მოუტანა.


1940 წლის გაზაფხულზე ჰიტლერი თავს დაესხა ჰოლანდიას და ქალაქი ანრემი მესამე რაიხის კუთვნილებად გამოაცხადა. 5 წლის განმავლობაში კინოს მომავალი ვარსკვლავი ოკუპირებულ ქვეყანაში ცხოვრობდა, ბომბების შიშითუმეტეს დროს სარდაფში ატარებდა და საკვებად უპირატესად საყოველთაოდ ცნობილი ჰოლანდიური ტიტების ბოლქვები ჰქონდა. როცა საჭმელი შემოაკლდათ, ოდრიმ დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ჭირის დღესავით სძულს საჭმელი. იგი დღეში ზოგჯერ ერთი ცალი კარტოფილით კმაყოფილდებოდა, ერთხელ ნაცისტებმა ოდრი ქუჩაში შეიპყრეს და ანრემის ყველა ქალთან ერთად გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნას უპირებდნენ, მაგრამ გოგონამ რაღაც საოცრების წყალობით გაქცევა მოახერხა და ერთი თვის განმავლობაში 1945 წლის გაზაფხულამდე ვირთხებით სავსე სარდაფში მარტო იმალებოდა.  


როლის ტექსტის შესწავლისას ოდრი გამუდმებით უსმენდა თურმე გრამფირფიტებს.


ოდრიმ საკუთარ თავს უბრძანა, რომ ვირთხების არ შეშინებოდა... ნახევრად გონდაკარგულს აგონდებოდა, თუ როგორ დაატარებდა დედა თეატრში, შემდეგ როგორ ასწავლიდა მუსიკას, ცეკვასა და ინგლისურ ენას. წარმოსახვით ცდილობდა ვიოლინოს ხმის გაგონებას, მთელი დღეების განმავლობაში ინგლისური ზმნების უღლებას იმეორებდა და მთელი თვის განმავლობაში შეჭამა მხოლოდ 6 ვაშლი და ნახევარი პური, რაც მას ფაშისტებისგან გაქცევისას აბგაში აღმოაჩნდა.


ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავშეკავებულობით, მაგრამ როცა ოსკარის მისაღებად სცენაზე აირბინა ისე დაიბნა რომ ჟან ჰერშოლტს ტუჩებში აკოცა, შემდეგ გაწითლდა, დაიმორცხვა და კულისებისაკენ გაიქცა.

ერთ დილას მას არტილერიული დანადგარების ხმა შემოესმა და იფიქრა, ამერიკელებმა ფაშისტები განდევნესო. ამოძვრა სარდაფიდან და სახლში დაბრუნდა... ბარონესა ელიმ ცოცხალი, ლანდგასული შვილი რომ დაინახა, მას მეტყველების უნარი წაერთვა. "მე მაშინ აჩრდილს ვგავდი, ყვითელ აჩრდილს", - ხშირად იგონებდა ოდრი. შემდეგ გოგონას ნამდვილი სიყვითლე შეეყარა, მერე ასმითაც დაავადდა და მთელი ცხოვრების მანძილზე მისმა ორგანიზმმა ნივთიერებათა ცვლის ნორმალური პროცესი ვეღარ აღიდგინა. .


 10 წლის შემდეგ კრიტიკოსები დაიწყებენ აღფრთოვანებული ხოტბა-დიდების შესხმას ზოგადად მისი ნიჭიერებისადმი და კონკრეტულადს მისი დახვეწილობისადმი და განსაკუთრებით კი მისი საოცარი, "თითქოს მუდამ შეშინებული" თვალებისადმი.


1948 წელს დედა-ბარონესა და ოდრი ლონდონში გადასახლდნენ და დიდი ეკრანის დაპყრობამდე ოდრის მომდევნო 5 წლის განმავლობაში კიდევ ორასამდე გაკვეთილის გავლა მოუხდა საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით კი მან თავის მოგონებებში ჩაწერა: "მაშინ მხოლოდ გათხოვებაზე ვოცნებობდი, რათა ერთი-ორი შვილი (შესაძლოა - სამიც) მყოლოდა, რომელთაც დედაჩემი ანრემის მამულში გაზრდიდა, რომლებიც ძალიან ეყვარებოდა ჩემს ქმარს და ჩვენ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდითო... ყოველივე ამისათვის კი ჯერ მე ბევრი და ბევრი უნდა მემუშავა". ოცნებობდა ოდრი და პარალელურად იდიოტურ სარეკლამო რგოლებშიაც იღებდა მონაწილეობას...


 ცნობილია ისიც, რომ პირველივე წელს ამერიკაში ოდრის დელიკატურად შესთავაზეს - გვარის გამოცვლას ხომ არ ინებებთ, ჩვენ ერთი ჰეპბერნი უკვე გვყავს კეტრინი და თანაც ძალზედ სახელოვანიო, მაგრამ ჰეპბერნ მეორეს მტკიცედ განუცხადებია - "თუ ჩემი მიღება გსურთ, ჩემი გვარიც უნდა მიიღოთ, სხვაგვარად შეუძლებელია". სხვათაშორის, ოდრისა და კეტრინს ჰყოლიათ ძალზედ შორეული საერთო წინაპარი, სახელად ჯეიმზი, თუმცა არც ერთ მათგანს ეს ფაქტი არასოდეს დაუფიქსირებია ერთმანეთთან ურთიერთობისას.


 ამასობაში ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორი უილიამ უალერი უკვე ფიქრობდა იმაზე, აეყვანა თუ არა ეს მშვენიერი, ყველასათვის უცნობი, მაგრამ საოცრად მომხიბლავი არსება პრინცესას როლზე "რომაულ არდადაგებში". (სხვათაშორის ამ ფილმისათვის სასინჯი გადაღებები უკვე გავლილი ჰქონდა ელიზაბეტ ტეილორს და ყველა ელოდა, რომ სწორედ მას დაამტკიცებდნენ ამ როლის სათამაშოდ), თუმცა უაილერს ქალთა რომანების ცნობილმა ავტორმა კოლეტმა დაასწრო და იხილა რა ოდრი მონაკოში გადაღებებზე ყოფნისას თქვა: "მე ჩემი ჟიჟი ვიპოვნე! იგი მშვენიერების სრულყოფილებაა". "ჟიჟი"იმდროინდელი ბროდვეის ყველაზე პოპულარული მიუზიკლი აღმოჩნდა, თუმცა თავად ოდრი ამ როლს ვერაფრით ეგუებოდა.



ოდრი ყოველთვის ფრთხილად და გაგებით ეკიდებოდა ოჯახის შექმნას. 50-იან წლების დასაწყისში ოდრი ჰეპბერნი ახალგაზრდა ჯეიმს ჰანსონზე დაინიშნა. ხოლო როცა ქორწილის დღე დადგა საქორწილო კაბა გაიხადა და ერთ გაჭირვებულ წყვილს აჩუქა. ჯეიმს კი უთხრა:,, ჩემნაირი რეჟიმის მქონე ადამიანებს ოჯახები მალევე ენგრევათო, ხოლო ვისაც კაბა ვაჩუქე მთელი ცხოვრება ემახსოვრებაო''!


ოდრის პირადი ცხოვრება არც ისე ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის, და ჟურნალისტებისთვის. ოდრის პირველი ქორწინებაუილიამ ჰოლდერთან კრახით დასრულდა. ოდრი აღნიშნავდა "ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, რომელიც როგორც წესი დიდხანს არ გრძელდება."


მოხდა ისე, რომ დიდება უფრო ადრე ეწვია ოდრის, ვიდრე ნამდვილი სიყვარული, ფულს კი, სხვათაშორის, ყოველთვის ბევრად ადვილად შოულობდა, ვიდრე პირად ბედნიერებას. იგი უკვე "ოსკარის" მფლობელი იყო პრინცესა ანას როლისთვის "რომაულ არდადაგებში" და ის უკვე მთელი მსოფლიოს სათაყვანებელ მსახიობად ითვლებოდა, როცა მას პირველად ეწვია ნამდვილი სიყვარული და თანაც ისეთი, რამაც მშობელი დედაც კი გადაავიწყა, თუმცა მისი არჩევანი ნამდვილად მცდარი და საზარელიც კი იყო: ჯერ ერთი - ეს კაცი მსახიობი გახლდათ, რაც დედა-ბარონესას ნამდვილად არ აძლევდა ოპტიმიზმის საფუძველს , მეორე - იგი გამოცხადებული ლოთი იყო, და მესამეც - გამოუსწორებელი დონ ჟუანის რეპუტაციით სარგებლობდა და რაც მთავარია, უკვე მოესწრო ორი ცოლის გამოცვლა და შვილების ყოლაც.



ოდრი შეეგუა იმას, რომ მისი რჩეული ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში და მისი საშველი მხოლოდ ვისკი იყო, შეეგუა იმასაც, რომ ყოველი თავისუფალიდრო თავის ვილაში მარტო უნდა გაეტარებინა, გადატანილი ოპერაციის გამო, მომავალში შვილი აღარასოდეს ეყოლებოდა.


ოდრი იძულებული გახდა 26 წლის დამწყები პარიზელი კუტურიეს, იუბერ დე ჟივანშისთვის მიემართა. პარიზში კი მსახიობი საგანგებოდ გაგზავნეს, რათა "საბრინასთვის" საჭირო ფრანგული მანერები შეესწავლა. ჟივანშმა დიდი აღტაცებით მიიღო მიწვევა ჰეპბერნისგან, რადგან მისთვის დიდი პატივი იყო ასეთ სახელოვან მსახიობთან ურთიერთობა, მაგრამ მოდელიორის ემოციები უმალ დაცხრა, როცა მას გენიალური კეტრინ ჰეპბერნის ნაცვლად (. . . როგორც მას ეგონა) სრულიად უცნობი ოდრი დახვდა, ჟივანში ამ პიროვნებასთან მუშაობაზე უარის თქმას აპირებდა, მაგრამ მისმა პროფესიულმა თვალმა უცებ შენიშნა, რომ მის წინაშე იდგა არსება, რომელსაც შეეძლო ხორცი შეესხა პოდიუმის მომავალი ოსტატის დაუოკებელი ფანტაზიისათვის და, შეეცვალა რა ემოციური ფონი, მოურიდებლად შესძახა, რომ ოდრის სხეული თითქოს საგანგებოდაა შექმნილი მისი მოდელებისათვის. ასე დაედო დასაბამი დიდ მეგობრობას, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა ამ ორ ხელოვანს: მსახიობსა და დიზაინერს: "ის, ვინც ახლა ვარ, სწორედ ჟივანშმა შექმნა ჩემგან. ქალი ფუფუნების ნაირგვარი საგნების დახვავება არ არის. ქალი ელეგანტურობისა და უბრალოების გამოხატულება უნდა იყოს" .



ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო. ხასიათის ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა იუნისეფთან თანამშრომლობის წლებში.


ერთი წლის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა მსახიობ მელ ფერერის, თუმცა გულის სიღრმეში მას კვლავ ჰოლდენი უყვარდა. ქორწინება შვეიცარიაში შედგა, სადაც მუშაობით გადაღლილი ოდრი ექიმების რჩევით დასასვენებლად ჩავიდა, მას ამ პერიოდში ასთმამაც შეუტია და ჭამაზედაც პრაქტიკულად ხელი აიღო... მაგრამ მთის ჯანსაღმა ჰაერმა და ჟენევის ტბის საოცარმა ხედებმა ოდრის მალე დაუბრუნეს სასოცოცხლო ძალაც და პირველი, რაც გააკეთა ეს იყო ის, რომ მან მელ ფერერის პლატინის საათი გაუგზავნა საჩუქრად, რაზეც ამოტვიფრული იყო სიტყვები: "მე ამ კაცმა ჭკუა დამაკარგინა". და რაღა დააკავებდა ასეთი სიტყვებით აღფრთოვანებულ ფერერას და მან ოდრის უმალვე ხელი სთხოვა.



ოდრის პირველი მშობიარობა მკვდარი ბავშვის დაბადებით დასრულდა. მისი და ფერერის ერთობლივი ნამუშევარი, ფილმი "ომი და მშვიდობა" კრახით აღინიშნა (თუმცა ამ ფილმის ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ ოდრის ნატაშა როსტოვა იყო). მათი ოჯახური ცხოვრების პირველი წელიც ისევე , როგორც ყველა დანარჩენი, საკმაოდ იყო მოკლებული სრულყოფილებას და ეს პოირველ რიგში შვილის არყოლითა და ფერერის წარმავალი სამსახიობო კარიერით იყო გამოწვეული. ოდრი არ თანხმდებოდა არანაირ როლზე, თუ იქ ფერერისთვისაც არ მოიძებნებოდა სათანადო როლი (რის გამოც ხშირად ცუდ ფილმებში თამაშობდა და უარს ამბობდა კარგ როლებზე). ქმარი კი ხედავდა, რომ ცოლს ნიჭიერებით მხარს ვერ უბავდა, მის მაგივრად ინტერვიუებსა და სტატიებს წერდა, რითაც ოდრი ჟურნალისტებისა და მკითხველის თვალში საკმაოდ სულელურად გამოიყურებოდა: "დაე, სულელი ვეგონო, ფიქრობდა ოდრი, - სამაგიეროდ ის ჩემთან იქნება და მისგან ბავშვი მეყოლება".


2 წლის შემდეგ ოდრი ისევ დაფეხმძიმდა, მაგრამ ცხენიდან ჩამოვარდა და თითქმის ერთი თვე გაუნძრევლად იწვა, ბავშვი დაკარგა. და მას ისევ მოუხდა შვეიცარიაში გაქცევა. ისევ უჭმელობა და დღეში 2 კოლოფი სიგარეტი. ამ პერიოდში მან კლეოპატრას როლზე თქვა უარი, აგრეთვე უარი თქვა მარიას როლზე "ვესტსაიდის ისტორიაში". " მე მორჩილი და დამჯერი გოგო ვიქნები, კარგად მოვიქცევი და კინოსაც აღარ გავეკარები, ოღონდ შვილი გვაჩუქე," - ასე ევედრებოდა ოდრი ღმერთს. და, მართლაც, 1960 წლის 17 იანვარს ოდრის ეყოლა ვაჟი, რომელსაც შონი დაარქვეს. თითქოს უკან დარჩა ყველა პრობლემა ოდრის ცხოვრებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სწორედ შვილის შეძენამ გააცხადა ის ფაქტი, რომ ოდრის თავისი ქმარი აღარ უყვარდა.



ეს ის დრო გახლდათ, როცა უკვე მთელი მსოფლიო აღტაცებით უმზერდა ისეთ ფილმებს, როგორიცაა "საუზმე ტიფანისთან", "ჩემი მშვენიერი ლედი", "როგორ მოვიპაროთ მილიონი", რასაც ვერ ვიტყვით ოდრის მეუღლეზე, რომელსაც უკვე აშკარად შურდა თავისი მეორე ნახევრის წარმატებებისა. " ჩემი ბავშვობა დასრულდა მაშინ, როცა მამა წავიდა ჩვენგან, - წერს ოდრი თავის მოგონებებში, -დედა არ მაძლევდა უფლებას, რომ მამა მეხსენებინა, ან თუნდაც მომნატრებოდა იგი. ამიტომაც არ მსურდა ჩემი შვილი უმამოდ გაზრდილიყო და შევფიცე საკუთარ თავს, რომ არ გავშორებოდი ქმარს"...ამგვარი გაძლების პერიოდი კიდევ ექვს წელს გაგრძელდა და ოდრის ამ დროს სამჯერ მოეშალა მუცელი.


ოდრიმ ერთი იტალიელი ფსიქოლოგი ანდრეა დოტი გაიცნო. ფსიქოლოგმა აღნიშნა რომ ოდრის ფსიქოლოგიური ტრამვები ჰქონდა მიღებული, მას ომის დროინდელი განცდები და მშობლების განშორებით მიღებული ტკივილი სტანჯავდა. ამის შედეგად ოდრის ოცნება ოჯახი, ბავშვები და სიყვარული გახდა. დოტი კი ყველა ოცნების ახდენას შეჰპირდა. მალე იქორწინეს და ოდრის მეორე შვილი შეეძინა. სამწუხაროდ, მეუღლის ერთგულებამ ცოტა ხანს გასტანა. ოდრიმ ეს იცოდა, მაგრამ შვილების გამო არ იმჩნევდა. მოგვიანებით ისინი ერთმანეთს მაინც დაშორდნენ. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ ქველმოქმედება იქცა .



ოდრიმ დაიწყო ქველმოქმედება, რაც მის გატაცებადაც იქცა. ამ დროს ოდრისთან მისი ორი შვილი, შონი და ლუკა იყვნენ.. ასევე მსახიობის საყვარელი მეგობარი რობერტი.. ის აღნიშნავდა: "ვიცი, ეს უაზრობაა, მაგრამ რობერტთან, ჩემს საუკეთესო მეგობართან ცხოვრება ყველაზე სასიამოვნოა აღმოჩნდა". როდესაც ოდრის უფროსს შვილს, შონს ეკითხებოდნენ, თუ რა განცდა იყო ასეთი ქალის შვილობა, შონი პასუხობდა: "არ ვიცი" . ალბათ სწორედ ეს პასუხი მოუხდებოდა ყველაზე მეტად ამ კითხვას. რადგან ისეთი ქალი, როგორიც ოდრი ჰეპბერნი იყო, საუკუნეში ერთხელ იბადება.


შამპანურის მიმართ იმდენად ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ "ჩემი მშვენიერი ლედის" წარმატების შემდეგ, მას დედასთან ერთად სიხარული ჭიქა ლუდით აღუნიშნავს.


 საქმე ანდრეას სამიჯნურო თავგადასავლებმა გაართულა ისევ და ისევ პრესის ყბადაღებულ თემად იქცა. "ანდრეა იტალიელია"... ფიქრობდა ოდრი, "იგი ჯერ ახალგაზრდაა, ცრემლის ყლაპვით ახსენებდა საკუთარ თავს... "მას მაინც ვუყვარვარ", - თავს იმშვიდებდა, როცა ქმარი ყვავილების თაიგულით ბრუნდებოდა და მზერაში საკუთარი დანაშაულის სრული გაქარწყლებით ხუმრობდა.



მაგრამ ოდრი მალე მაინც მიხვდა, რომ მისი პირადი ცხოვრების რომაული არდადაგებიც დასასრულს მიუახლოვდა! რომ ამქვეყნად ვეღარავინ და ვეღარანაირი ძალა ვერ გაახანგრძლივებდა ამ არდადაგებს. ოდრი შეეცადა, ეს ყველაფერი სიმშვიდით მიეღო, დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ბედნიერება მთელი ცხოვრების მანძილზე არ გრძელდება, მაგრამ მას საკუთარი თავის აღარ სჯეროდა. "ალბათ, ბედნიერებას იქ არ ვეძებ, სადაც მელოდება!"- გაიფიქრა ოდრიმ და 1980 წელს გაშორდა ანდრეას და კვლავ გაეშურა საკუთარი ბედის საძიებლად.


ოდრიმ კიდევ 2 ფილმში მიიღო მონაწილეობა, კვლავ გათხოვდა ამ შემთხვევაში მოხუცებული ბარონესა ქალიშვილის არჩევანით კმაყოფილი დარჩა, რადგან მისი მესამე სიძე, რობერტ უოლდსერი, საკმაოდ პატიოსან ადამიანი აღმოჩნდა. მართალია, ოდრის უოლდსერთან ოფიციალურად არ უქორწინია, მაგრამ, როცა მოგვიანებით გააცნობიერა, ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ელოდა. ამ "გაცნობიერებას", ალბათ, ისიც უწყობდა ხელს, რომ რობერტს საკმაოდ ძირძველი ჰოლანდიური წარმოშობა ჰქონდა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ ოდრი კვლავ გამოჩნდა ელიტარულ წვეულებებზე და შეუდგა აქტიურ ცხოვრებას, გაიბრწყინა საზოგადოებაში და მსოფლიო კვლავ ალაპარაკდა მის სადედოფლო მანერებზე, დახვეწილობასა და უბრალოებაზე.


სტივენ სპილბერგმა 1989 წელს მთავარი როლი შესთავაზა ფილმში ,,ყოველთვის''. ეს ფილმი სამწუხაროდ, მშვენიერი ლედისთვის ბოლო აღმოჩნდა.


1987 წელს ოდრიმ შროშანების ბაღი გააშენა თავის სახლთან შვეიცარიაში, რომელსაც იგი მოიხსენიებდა "მშვიდ ადგილად" . მცირე ხნის შემდეგ გაერო-ს ბავშვთა ფონდშიც დაიწყო საქმიანობა და საგანგებო მისიით იმოგზაურა ეთიოპიაში, ბანგლადეშში, შემდეგ სუდანში, ვიეტნამში, სალვადორში... იმ ქვეყნებში, სადაც ომი მიმდინარეობდა და ბედნიერი ცხოვრება მხოლოდ ოცნებად წარმოედგინათ . მას ძალიან უნდოდა ერთი ლუკმა მაინც მიეწოდებინა მშიერი ბავშვებისთვის, რადგან თავად ძალიან კარგად ახსოვდა საკუთარი ბავშვობის შიმშილი და უბედურება... ერთ-ერთი საქველმოქმედი მოგზაურობა კი ოდრიმ იმხანად აშშ-ის უკვე ექს-პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან ერთად და სამხრეთაფრიკელ ნელსონ მანდელასთან ერთად განახორციელა.


ამბობენ, კიბო ისეთი დაავადებაა, რომელიც ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებს უტევს, მათ "ერჩის", ვინც მთელი ცხოვრება "საკუთარ თავს ჭამს". ოდრიც მთელი ცხოვრება უმტკიცებდა საკუთარ თავს და მთელ სამყაროს, რომ არც ისე ცუდია...


1992 წლის ოქტომბერში მეუღლის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ტკივილებით შეწუხებულმა ოდრიმ ბოლოსდაბოლოს მიმართა ექიმს და მას ნაკლებად სანუგეშო დიაგნოზი დაუსვეს - კუჭის კიბო.



1 ნოემბერს ოდრის სასწრაფოდ ოპერაცია ჩაუტარეს და გაჩნდა იმედი.. . ლეგენდად ქცეულ ქალს ცხოვრების უკანასკნელი დღეები მისმა მეგობრებმა გრეგორი პეკმა და ელიზაბეტ ტეილორმა გვერდით ყოფნით შეუმსუბუქეს.


სიცოცხლის უკანასკნელი, მაგრამ ბედნიერი დღეები მსახიობ რობერტ უოლდერსთან ერთად გაატარა. ოდრის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობი დაავადებას ებრძოდა და დანებებას არ აპირებდა. მძიმე დღეების მიუხედავად საქველმოქმედო საქმიანობას არ წყვეტდა. მის გვერდით იყო რობერტი, ყოველ მის სიტყვას ისმენდა და განიცდიდა რომ შეიძლებოდა ნებისმიერი სიტყვა ბოლო ყოფილიყო. სიცოცხლის ბოლო დღეები შვეიცარიის ლამაზ ქალაქში , მე-18 საუკუნის შენობაში გაატარა. ოდრი 1993 წლის 20 იანვარს გარაიცვალა, მან მხოლოდ გარდაცვალების წინ, სათნო ხმით თქვა მე მიყვარხარ რობერტ...

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016