პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედი"-ს გადაცემა „პოლიტიკის დრო"-ში სააკაშვილისა და უგულავას პოლიტიკურ მომავალზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ვფიქრობ, რომ არც უგულავას და არც სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. მათ ბევრი გააფუჭეს უკვე. საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვები არსებობს მათ მიმართ და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებსაც ძალიან გაუჭირდებათ, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ საქართველოში. არ არის ქართველი ხალხი ისეთი ყრუ და ნელი, როგორადაც ისინი ფიქრობენ, საკუთარი ქცევიდან გამომდინარე. დღემდე სიცრუის ტირაჟირებას ცდილობენ. ეს ჩემი აზრია და ნუ მიიღებენ ისე, თითქოს ვიღაცას ვანადგურებ. პირველივე შეხვედრაზე, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, გარდა იმისა, რომ უამრავი მკაცრი შეკითხვა დავუსვი, ისიც შევახსენე, რომ მისთვის უამრავი კარგი რჩევა მაქვს მიცემული, რაზეც ის დამეთანხმდა და გამოფხიზლდა პირველად. ახლაც მივეცი საუკეთესო რჩევა, რაზეც უფრო გამოფხიზლდა - კარგი იქნება, თუ გადადგები-მეთქი და ბოდიშს მოუხდი საზოგადოებას, ასეთ შემთხვევაში შენ კიდევ დაგრჩება პოლიტიკური მომავალი-მეთქი, რადგან საზოგადოება შემნდობია. ამის ვაჟკაცობა მას, რა თქმა უნდა, არ ეყო და მიწოლაც არ შეიძლებოდა. შემდგომ შეხვეედრებზე სულ ვთხოვდი, რომ ისე მოიქეცი, შენი დახმარება რომ შევძლო, რათა აგრესია ჩაცხრეს ხალხში, ნუღა ცრუობ-თქო. დანარჩენი, რა განცხადებასაც ის აკეთებს, რასაც სჩადის, მომავალი არ აქვს. პოლიტიკური დევნა არ იქნება, რომ განმეხორციელებინა, ის უკვე დაჭერილი იქნებოდა. მხოლოდ სასამართლო!"