reportiori.ge - შსს-ს ორთაბრძოლების კლუბის წევრები რუსეთში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:48
სპორტი
შსს-ს ორთაბრძოლების კლუბის წევრები რუსეთში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
22 ოქტომბერი, 2013. 12:02

19-20 ოქტომბერს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგმა შერეულ ორთაბრძოლებში ოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატს (MMA) უმასპინძლა. პეტერბურგის ფრენბურთის აკადემიის დარბაზში გამართულ M-1 Challenge 42-ის ტურნირში ქართველმა სპორტსმენმა ნოდარ კუდუხაშვილმა (84 კგ) ოქროს მედალი, ხოლო არჩილ თაზიაშვილმა (65 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შერეული ორთაბრძოლების პირველ ოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს 35 ქვეყნიდან ჩასული 100-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა. 84 კგ კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ქართველი და რუსი სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. სამრაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში ნოდარ კუდუხაშვილმა შამილ აბდულოვს (რუსეთი) სძლია.

რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ყველა ქართველი სპორტსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაფუძნებული შსს-ს სპორტული ორთაბრძოლების კლუბის" მებრძოლები არიან. სამომავლოდ საბრძოლო ხელოვნების და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება კლუბის საწვრთნელი დარბაზის და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განვითარება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016