reportiori.ge - გელა მებონია: მინდა ბოდიში მოვუხადო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მაშინ არ მეყო გამბედაობა, ამაზე ხმამაღლა მესაუბრა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:55
პოლიტიკა
გელა მებონია: მინდა ბოდიში მოვუხადო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მაშინ არ მეყო გამბედაობა, ამაზე ხმამაღლა მესაუბრა...
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 17:56

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" პრეს-კლუბში, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, გელა მებონიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. შეხვედრაზე ყოფილმა ძალოვანმა ყველა ის მკვლელობები გაიხსენა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა. 

"მინდა მივმართო დაღუპულების ოჯახის წევრებს და ახლობლებს, რომლებიც წინა ხელისუფლების ბრალეულობით დაიღუპნენ. მე  კავშირი არ მაქვს ამ მკვლელობებთან.  მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ არ მეყო გამბედაობა თავის დროზე ხმამაღლა მესაუბრა ყველაფერზე.  მაგრამ მაშინ საკუთარ თავზე არ ვფიქრობდი, ჩემს უკან იდგნენ თანამშრომელები, მათ პატარა ბავშვები და ოჯახები ჰყავდათ."

გელა მებონიამ პრეზიდენტი დანაშაულის დაფარვაში  და  მკველელობების წახალისებაში დაადანაშაულა. 

„10 მაისს სააკაშვილი შეხვდა სტუდენტებს, სადაც  მან განაცხადა: „ის რომ ხალხს კლავდნენ ქუჩებში, ეს იმავე სერიიდან არის სადაც აღნიშნულია რომ მე გარყვნილი ვარ. სად კლავენ ხალხს?  ამბობენ რომ 37 ადამიანია გარდაცვლილი. ვისზეა საუბარი?  ზურაბ ვაზაგაშვილზე? მას ორი ავტომატი ქონდა და თვითონ კლავდა ხალხს."

ეს აშკარა ტყუილია. მიჩნდება ეჭვი, რომ მიშა სააკაშვილი თავად იყო დაკავშირებული ამ მკვლელობებთან. მინდა პრეზიდენტს  განვუმარტო. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ ვაზაგაშვილმა რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა, ეს პრეზიდენტის მოსაზრებით კი არ უნდა იყოს დადგენილი,  არამედ კანონით. ამისთვის არსებობს გამოძიება.  მიხეილ სააკაშვილო, მოგმართავ შენ:  რატომ ლაპარაკობ ტყუილს? რატომ ამართლებ მათ უკანონო მოქმედებას?"- აცხადებს მებონია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016