reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას: გიტოვებთ თქვენს შეუსრულებელ დაპირებებს, ჩემი ხელმოწერით...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:07
მთავარი თემა
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას: გიტოვებთ თქვენს შეუსრულებელ დაპირებებს, ჩემი ხელმოწერით...
ავტორი:
08 მაისი, 2015. 02:28


საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, მათი მმართველობის პერიოდის 16 პუნქტიანი დაპირება შეახსენა, რომელიც პრემიერმინისტრის თქმით არ შესრულდა.


"ნაციონალური მოძრაობის 50 თვიანი პროგრამის დაპირებები 2008-2012 წლებში

 

1. გავამთლიანებთ საქართველოს. 2. საქართველოს დავუბრუნებთ ევროპულ ოჯახში. 3. შევალთ ნატოში და ჩვენი საზღვრების ურღვევობას სადარაჯოზე დაუდგება მთელი ცივილიზებული სამყარო. 4. ეს იქნება საქართველოში ახალი ოქროს ხანის დასაწყისი და უმუშევრობის პრობლემა საქართველოში სამუდამოდ დამთავრდება. 5. ავამოქმედებთ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რომელშიც აშენდება 450-მდე ქარხანა და დასაქმდება 20 000-მდე ადამიანი. 6. ავაშენებთ ახალ პორტს, რომელიც არსებულზე 3-ჯერ უფრო დიდი იქნება და თავისუფალ სამრეწველო ზონასთან ერთად მთლიანად საქართველოში 35 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. 7. ავაშენებთ და გავხსნით ევროპასთან შემაერთებელ რკინიგზას, რომელიც 10 000 ოჯახს გაუჩენს სტაბილურ შემოსავალს. 8. ჩვენი 50 თვიანი პროგრამის მიზანია სიღარიბესთან ბრძოლაში დავეხმაროთ ჩვენს მოხუცებს, რათა სიბერე იყოს სიღარიბის გარეშე. 9. მომავალ წელს საპენსიო პაკეტი 100 დოლარი გახდება. 10. ჩვენი 50 თვიანი პროგრამის მიზანია დავეხმაროთ ქართულ სოფელს, ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა, გავაუმჯობესოთ სოფლის ცხოვრების პირობები. 11. ჩვენი პროგრამით ავამუშავებთ საშუალოდ 100 ახალ სოფლის მეურნეობის საწარმოს ყველა რეგიონში და დავასაქმებთ სოფელს. 12. მომავალი 25 თვის განმავლობაში გაზიფიცირებული იქნება 2 000 სოფელი, რაც ნიშნავს თითქმის მთელი საქართველოს სრულ გაზიფიკაციას. 13. უფრო მეტად დავეხმარებით ფერმერებს ხვნა-თესვაში, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ სოფლეს ჰქონდეს გაზი, კარგი გზა, სარწყავი წყალი, თანამედროვე სკოლა და მედ-პუნქტი.14. საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე შევამცირებთ, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. 15. 1 200-ზე მეტი კარგად აღჭურვილი გადამზადებული სოფლის ექიმი იზრუნებს სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ეს არის ჩვენი მანიფესტი, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, ეს არის გზა, რომლითაც ვივლით მომდევნო 50 თვის მანძილზე. 16. საქართველოს სიღარიბისგან გათავისუფლება. საქართველო გაბრწყინდება !!!"- განაცხადა პრემიერმა და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართა:

"გიტოვებთ თქვენს შეუსრულებელ დაპირებებს ჩემი ხელმოწერით..."


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016