კულტური მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით საქართველოსა და ვეროკავშირის შორის, 24 თებერვალს ისტორიულ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. გიორგაძის განცხადებით საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთში, რომელსაც მიეცა საშუალება ამ პროექტში გაწევრიანებულიყო.
„24 თებერვალს ისტორიული რამ მოხდა, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებას, რის მიხედვითაც საქართველო ოფიციალურად შეუერთდა კრეატიულ, შემოქმედებით ევროპას. ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც არის შექმნილი მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის და რომელიც გულისხმობს კულტურის და მედიის ხელშეწყობას. პრაქტიკულად, ნებისმიერი სფერო, პროექტი, რომელიც ამ ორ სფეროს ეხება იქნება დაფინასებული.
ცრუ თავმდაბლობის გარეშე მინდა ვთქვა, რომ ხელის მოწერის მომენტისთვის ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ოფიციალურად შეუერთდა ამ პროგრამას."- განაცხადა გიორგაძემ გადაცემაში „შეხვედრები მწერალთა სახლში."
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)