პოლიტიკა
მერაბ გორგაძე: ორი კვერცხი გავისროლე, მაგრამ ბოდიშს გიხდით ქართველებო, რომ ვერ მოვარტყი
22 ივლისი, 2013. 15:21
საპრეზიდენტო კანდიდატი მერაბ გორგაძე წუხს, რომ "მიზანს ვერ მიაღწია". "ვიყავით აქციაზე, პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოვხატავდით. მე გავისროლე ორი კვერცხი უკვე იმიტომ, რომ ნერვები ჩვენც გვაქვს - საქართველოს მოსახლეობას. ვერ მოვითმინე მათი ცინიკური გამოხედვა. გიორგი ვაშაძე იყო, მაჭავარიანი იყო, ასე სასათბურე პირობებში ატარებენ "პრაიმერებს" და დარბიან ქალაქებში, გადაკეტილია ქუჩები, ამიტომ ორი კვერცხი გავისროლე, მაგრამ ბოდიშს გიხდით ქართველებო, რომ ვერ მოვარტყი. ალბათ, მეორეჯერ მივაღწევ მიზანს", - განაცხადა გორგაძემ. შეგახსენებთ, რომ გორგაძე გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს და შემდეგ 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27