reportiori.ge - საპატრიარქო პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის სახელით გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:42
რელიგია
საპატრიარქო პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის სახელით გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
11 მაისი, 2015. 23:23



საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის  სახელით ინტერნეტში გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


საპატრიარქოს ინფორმაციით, გავრცელებული ტექსტი შორენა თეთრუაშვილს არ ეკუთვნის.


"კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის სახელით ინტერნეტ-სივრცეში ახლახან გავრცელებული ტექსტი ქ-ნ შორენა თეთრუაშვილს არ ეკუთვნის. საერთოდ, იგი საჯაროდ არასოდეს აფიქსირებს თავის პირად პოზიციას და არ სარგებლობს არც ერთი სოციალური ქსელით. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მორიგ სიცრუესთან გვაქვს საქმე", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.



რამდენიმე დღის წინ შორენა თეთრუაშვილის სახელით სოციალურ ქსელში ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც თითქოს ის საქართველოს წართმეულ მიწებზე საუბრობდა და რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებდა. ტექსტი საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრსაც ეხებოდა. კერძოდ, მასში თავდაცვის უწყების ახლად დანიშნული ხელმძღვანელი მოხსენიებული იყო, როგორც "გაურკვეველი მსოფლმხედველობის დიაცი", რომელიც "კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის ჩვენს ისედაც სავალალო მომავალს".

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016