reportiori.ge - „თავმოყვარეობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას და იქამდე მიმიყვანეს, რომ ამას ვაცხადებ!“ - რეზო ამაშუკელის ბოლო ინტერვიუ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:41
ინტერვიუ
„თავმოყვარეობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას და იქამდე მიმიყვანეს, რომ ამას ვაცხადებ!“ - რეზო ამაშუკელის ბოლო ინტერვიუ
ავტორი:
12 მაისი, 2015. 13:00



რატომ გადაწყვიტა პოეტმა რეზო ამაშუკელმა პრესასთან ურთიერთობის შეწყვეტა და რატომ ფიქრობს, რომ საქართველო დამარცხდა?

 

ქრონიკას ესაუბრება რეზო ამაშუკელი:

 

დიდი ალბათობით, ეს ჩემი ბოლო ინტერვიუა და პრესასთან ამით ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტ.

 

მიზეზი?

 

იყო დრო, როცა ხბოს აღფრთოვანებით მიხაროდა რაღაცრაღაცები, მაგრამ ეს ბურუსი ნელნელა გაიფანტა და ჩემს თვალწინ დადგა საშინელი სურათი და ამას არ ვამუქებ. ამისთვის ნამდვილად არ მიბრძოლია, რომ ის მიგვეღო, რასაც ვუყურებ. არადა, ამ ბრძოლას შევწირე ჩემი დრო და ენერგია და განა არ ვიცი, რასაც მე ამ ცხრა წლის მანძილზე ვწერდი, იმაში ნაკლები პოეზია იყო? მაგრამ ვწერდი იმას, რასაც საჭიროდ ვთვლიდი.

 

ვერ ვხვდები, იმისთვის ვიომე, რომ ბოლოს რესპუბლიკელების დამცინავი ღიმილი დამენახა ტელევიზიით? სადაც ბერძენიშვილები და მათნაირები არიან, შეიძლება, საქართველოს მომავალზე ვიფიქრო? და ამას როგორ უნდა შევეგუო?

 

ჩემი სიჩუმით არაფერი დააკლდება არც მასმედიას და არც საზოგადოებას, მაგრამ ეს ჩემი პროტესტია! მე უფუნქციო ვარ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ტელევიზიის კარი ჩემთვის დაკეტილია, გარდაობიექტივისა და იქაც მნიშვნელობა აღარ აქვს ჩემს მისვლას, რადგანაც არ ვარ არც პოლიტოლოგი და არც ექსპერტი, მაგრამ ვხედავ იმას, რაც ხელისგულზე დევს:

 

ნურავის ჰგონია, რომ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო:

 

ქვეყანაში აბსოლუტური გადატრიალება მოხდა ამ ახალი მინისტრების დანიშვნით. როცა ვთქვი, რომ ღარიბაშვილი მომწონს და მის გვერდით ვდგევარ-ეთქი, ამას დღესაც ვადასტურებ და, თუ ჩემს ხალხს დასჭირდა, სიცოცხლის გადადება შემიძლია, მაგრამ ამასაც აზრი უკვე აღარ აქვს, რადგანაც რა გამოვიდა: სულელივით გულზე ხელს ვირტყამ, ვყვირი, ვომობ და სხვები, ეს ცხრა ღობეზე გადამხტარი ბაცაცა ნარცისები კი ქირქილებენ და აგრძელებენ თავის ცხოვრებას?

 

ვუყურე რუსთავი 2-ის დესანტის განფენას საქართველოში და ვხვდები, რომ ძალიან დიდი ფულია დახარჯული. ნამდვილად ვერავინ უარყოფს, რომ ხალხი გაჭირვებულია და ადამიანები დაპირებების შესრულებას ელოდნენ, მაგრამ იმას რატომ არავინ ამბობს, რომ ნაციონალებმა აბსოლუტურად მოსპეს ყველაფერი? ამას წინათ კარგი შეკითხვა დასვა დათო მხეიძემ: ისე ცუდად იყო ნაციონალების დროს ქვეყანაში საქმე, რომ გვცოდნოდა, ამ დღეში აღმოვჩნდებოდითო, მაინც ხომ დავუდგებოდითქართულ ოცნებას გვერდითო? ყველა ვხვდებით, რომ, რაც საქართველოში მოხდა, ეს სხვაგან დაწერილი სცენარიო და უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარება და ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. (ხმას უწევს) რესპუბლიკელები საქართველოსთვის არ გააკეთებენ არაფერს, რადგანაც მათ ჩემი ქვეყანა სძულთ და ამაში ნურავინ შემედავება! არ ვამბობ, რომ თინა ხიდაშელი უნიჭოა, ბევრიც შეუძლია, მაგრამ მისი მენტალიტეტი მიუღებელია ჩემთვის. ამას წინათ ხომ განაცხადა, ყველას პასუხს გავცემო, გამოვიდეს და გამცეს პასუხი! მე გამცეს პასუხი, ერთ რიგით ქართველს, როცა ამბობს, რომ აფხაზეთს არ მოიაზრებს საქართველოს ფარგლებში! პასუხი გამცეს მისი ოჯახის სახელით, სადაც თურმე პატრიოტებად არ ზრდიან ბავშვებს და გაიზარდონ და თავად გადაწყვიტონო, რომ აცხადებენ. მაშინ სხვის შვილებს როგორ გაუღვივებენ პატრიოტულ გრძნობას? არაფერსაც არ გაუღვივებენ და გულახდილად თქვეს მათ ეს სიტყვები. გამოდის, რომ მე ვარ ორთოდოქსი, პატრიოტი და ჩამორჩენილი? და თუ ნაციონალებს არ დავიცავთ, უკანა კლასში დავბრუნდებით? ამიტომ ვამბობ, რომ აღარ გავიხედავ არავისკენ და ჩემკენაც ნუ გამოიხედავს ნურავინ, რადგანაც ქართველი საზოგადოება ითმენს ტაბულას,ილიაუნს, ამ საშინელ შოუებს! როცა ტელევიზორთან ზიხარ და უყურებ, როგორ გირყვნიან ერს, რა ჰქვია ამას? რას ჰგავს ეს უნიჭო გადაცემები:გაიცინე და მოიგე, ეს შოუ ვუმენები და ეს ბოზების მწკრივი, ტუჩები რომ დაისიეს და გადმოყრილი აქვთ დრუნჩები? ეს მაგონებს უმძაფრეს პროქტოლოგიურ ავადმყოფობას და ამიტომ დავურეკე ცნობილ პროქტოლოგ გელა მუხაშავრიას და ვიკითხე, ამ ტუჩებზე, ხომ არ მეშლება რამე-მეთქი და რუსულად მიპასუხა: ტოჩნია, ძმაო, ეტა ოსტრაია სტაძია გემაროია!

 

ეტა გემაროი ნა ლიცე?

 

ხომ გეცინებათ? ასეთი სიბინძურე მიაჩნიათ მაგათ კარგ ტონად, რადგანაც ვითომ უკომპლექსოები არიან. ამას წინათ გამოიტანეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტები, სადაც ერთი სიტყვაც კი არ არის ნახსენები, როგორიცაა სამშობლო, ეროვნულობა, ეკლესია და ესაა ამათი პრიორიტეტები? ჩაიხედოს საზოგადოებამ ამ ტელევიზიაში, რა ხდება? ამაში ხომ ჩვენ ფულს ვიხდით, ბოლოს და ბოლოს? 40 მილიონს! ამ პირველ არხზე არის გადაცემამშვიდობით, იარაღო და არის იქ ერთი ჟივილ-ხივილი, ვახშმობა, სალონური სიტუაცია და ეს ახალი მოდის ჰერტრუდა სტაინი და მანანა ორბელიანი ღებულობენ იქ სტუმრებს, ქალბატონები ბაბლუანი და ანიკაშვილი, რომელიც ისე ნაბავს თვალებს, თითქოს მე ავიღე მილიონი და არა მაგან. არადა, ვის არ ნახავთ ამ გადაცემაში?

 

მე იქ მხოლოდ ნაციონალებს ვხედავ!

 

მხოლოდ! ანუ აბალანსებენ სიტუაციას, რადგანაც დაგეგმილია ყველაფერი: იმ ოლიკო ბაბლუანმა ერთი ინტერვიუ აიღო ივანიშვილისგან, ერთიც პატრიარქისგან და მერე სულ ნაციონალები სხედან მაგიდასთან და მაინტერესებს, ვისი რეკომენდაციით მოხვდა ეს ქალი იქ და საერთოდ, ვისი პროექტია? რას გვაძლევს ეს გადაცემა? როცა დაეთრევიან ბაზრებში და ხალხს ეკითხებიან, გშიათო? მიეთრიონ ბაბლუანთან და ჰკითხონ, ამ ვახშმებში ვის ფულს ხარჯავს? რვაფეხაში“ არის ასეთი გმირი, ესპინოზა, რომელსაც თოჯინების კოლექცია აქვს და ერთ-ერთ თოჯინას მახსენებს ეს ღრმად ემანსიპირებული ქალბატონი ბაბლუანი, რომელიც ისე კისკისებს, ეჭვი მეპარება მის თავმდაბლობაში და ისე ნუ ვიზამთ, რომ ქართველობას დავემშვიდობოთ, რადგანაც ამან მოგვიყვანა აქამდე და ამიტომ დღეს პირველად ვიტყვი ამ სიტყვებს (ხმამაღლა), თავმოყვარეობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას და იქამდე მიმიყვანეს, რომ ამას ვაცხადებ! როგორ შეიძლება, რომ ეს 26 მაისის ზონდერი გოგა ონიანი, ზოოპარკში დაბადებულ ბეჰემოტს რომ ჰგავს, გარეთ დადიოდეს? ამას რად უნდა იურიდიული განათლება და დიდი გამოძიება?

 

ვიმეორებ, სახელმწიფო გადატრიალება უკვე მოხდა და ეს უკვე გაფორმებულია და არავინ არაფრის იმედი არ მომცეს, რადგანაც არანაირ იმედებს აღარ ვიღებ! მაგრამ აქვე ვამბობ, რომ არავინ უმადურობა არ დამაბრალოს: ბიძინა ივანიშვილმა დიდი საქმე გააკეთა და მისი მადლიერი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ აქვე ვამატებ, რომ მისი არეალიდან სახელმწიფოს ბედი გასულია და ჩვენ გვმართავს ამერიკა და დასავლეთი. ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ნამდვილად ქართულად უცემს გული, წაესია ყველა და მარტო დატოვეს, რომ წააქციონ და, სამაგიეროდ, მოვიდეს ამ ადგილას ისეთი კაცი, ვინც შვილს არ ზრდის იმისთვის, რომ საქართველოს თავი შესწიროს. არა! ის ახალი უნდა იცავდესელგებეტეს, ლიბერასტულ ღირებულებებს და მუდამ დასავლეთისკენ იყურებოდეს! ეს ლომჯარია რომაა, ბულტერიერის სტომატოლოგიური აპარატი რომ აქვს წინ წამოწეული, რომ გამოდის და ამბობს, გვიშველეთ, საქართველოში მომრავლდნენ რუსეთისკენ მომზირალი ხალხიო, შე კაი დედმამიშვილო, როცა საქართველო გადავსებულია ამ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელი პუტინისკენ გამხედავი კაცი ვიყავი მე? მაგრამ ესეც ამათი უსაქციელობის ბრალია, რადგანაც ვხედავ, რომ ამერიკელები იცავენ სისხლის მსმელებს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ისევ მიშა ჩამოიყვანონ ჩემს ქვეყანაში და, რომ არაფერი ეროვნული არ დარჩეს საქართველოში! ამიტომ ამ დახუჭობანას თამაშში მონაწილეობას მე არ მივიღებ!

 

ისე, უნდა გამოვტყდე, რომ გველის ინტუიცია მაქვს: პირველ ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვალა და 12 ოქტომბერს ლექსი მაქვს დაბეჭდილი იმაზე, რაც დღეს ხდება და სადაც ვამბობ, როგორ იკლაკნება გველი და, რომ ცუდი დღეები გველის. გადახედეთ პოლიტიკურ სპექტრს: ხელისუფლებაში ვის ვერ შეელიენ და მერე გადახედეთ სატელევიზიო ბადეს ნებისმიერ არხზე, ვის ვუყურებთ? ბუღაძე, რომელმაც ახლაც დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას, იქილიკა ლევან ვასაძეზე, იმიტომ რომ ის ნამდვილი ქართველია, მერე ცოტა მეც გადმომწვდა, თუმცა გვარი არ ახსენა, რადგანაც ჩემი პოპულარობა თურმე აღიზიანებს. ბუღაძე განათლებულია, ამას ვერ ვუკარგავ, მაგრამ ნაძირალაა თავისი მოკლე ხელებით! რატომ ვამბობ ამას? ბუღაძე, ტურაშვილი, რატი ამაღლობელი ვერაფრით შეელიენ ამ სახეებს, არადა ეს არ არის სააკაშვილის ბომონდი? და ამას უნდა ვუყუროთ, ამათი ლექციების კითხვას? და შუა დღით კიდევ ჯოხზე ჩამოცმულ კაბებსა და ჰორმონალური უკმარისობისგან დაჭყეტილთვალებიან წამყვანებს, დუნდულების გამაგრებაზე რომ გველაპარაკებიან ყოველდღე? ამას დაუმატეთ ჯიდიესზე თიმსალ მაკო ჟიჟილაშვილი, შენ ხარ ჩემი ბატონი, და ერეკლე დეისაძე, ახლა უკვე ყველგან რომ არის და ვკითხულობ, რა ხდება?

 

ბატონო რეზო, ამბობთ, ხმას აღარ ამოვიღებო და თქვენი ინტერვიუები დააკლდება პრესას.

 

გამოჩნდება ვინმე. მანამდე კი ვიტყვი, რომ უკან არ დამიხევია არასდროს და არც იმის პრეტენზია მქონია, რომ მუდამ მართალი ვიყავი, მაგრამ გულწრფელი ვიყავი და ზოგიერთივით ყველა ღობეზე არ გადავმხტარვარ, არც ყველა დროში სარგებელი არ მიძებნია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გულგატეხილი ვარ, რა სიცოცხლის მონაკვეთიც დამრჩა, მუდამ სიამაყით გავიხსენებ, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა, მარტო ვომობდი. იყო ასე, თუ რამეს ვიგონებ? და კიდევ ვიტყვი, რომ იმ რეგვენისა და გათახსირებული სააკაშვილის გადაშენებაში, რომელიც, თუ დააკვირდებით, ქალის ჰორმონებითაა გაძეძგილი, ერთი აგური მეც მაქვს დადებული. სხვათა შორის, ასევე, ქალის ჰორმონებითაა სავსე ვაშაძე, უკნიდან მეორე თავი რომ აქვს მოდგმული და სწორედ იქ ინახავს აზრებს საქართველოს შესახებ. ისე, ამდენი მახინჯი ერთად აღებული არსად მინახავს: რა დაუშავა უფალს მათმა წინაპარმა, რომ ყველა მათგანი თავიდან ბოლომდე მახინჯია? ანტიბაქტერიულ რეკლამაში პატარა ჯოჯოები რომ დახტიან, რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ ბევრი ჯოჯო ნადირაშვილი დახტის ერთდროულად! მით უმეტეს, მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ამას საზოგადოება ან შეეჩვია, ან ამას იმსახურებს და ეტყობა, ერი, როგორც შეძლეს და რაც მოახერხეს, გადააგვარეს.

 

მაინტერესებს, სად არის და რატომ არ ჩანს ნაციონალების იდეოლოგი ლევან რამიშვილი? თუმცა თვალი მოვკარი მაესტროზე“ „გალსტუკიან ხვლიკთან, რომ ყოფილი კაგებეშნიკიიყო, ლალიაშვილი, ის იჯდა და წინ ეჯდა პატარა ფრანგული ბულდოგი ჭიაბერაშვილი და გულდასმით უსმენდა.

 

ის როგორ მოგეწონათ, როცა ივანიშვილის პირადი ჟურნალისტი გამზარდია მძიმე კაცთანდაგვეხატა ტაბულაზე? რატომ არავინ არ იხსენებს ამ მომენტს?

 

მე ვახსენებ! ჩემს პროტესტს დიდწილად ასეთი მომენტებიც იწვევს, თუ რა ხალხი ტრიალებს ივანიშვილის გარშემო და ჩემთვის ორი წუთი ვერ გამოინახა, რომ ქვეყანაზე დავლაპარაკებოდი. ანდა მწერალთა სასახლიდან რომ გადაცემები მიმდინარეობს, რატომ არ გამოინახა ჩემთვის დრო, რომ მელაპარაკა? მაგრამ დათო მაღრაძემ არ გამიკარა და რიგში ჩამაყენა. კი, ეს პირადი წყენაა ჩემი, მაგრამ ამ საკითხს აღარ ვახსენებ, რადგანაც ჩიტი ბრდღვნად არ მიღირს, თუმცა ჩემი განრიდება არ ნიშნავს, რომ ვინმეს უკადრისი ვაპატიო. დავუბრუნდეთ გამზარდიას: შეიძლება, ბიძინა ივანიშვილმა, კაცმა, რომელიც ოჯახის ერთგულია და შვილების მოყვარული, რომელმაც თავისი ქართველობა და პოლიტიკური რენომე დააფუძნა იმაზე, რომ ისეთი პირი, როგორიც გამზარდიაა, საყრდენად გამოიყენა?

 

როგორ შეიძლება, არჩილ გამზარდია, ივანიშვილის გადაცემის წამყვანი იყოს იმ ფსიქიკის და იმ სულიერი კოდექსის მატარებელი, რასაც ახლა გეტყვით? როცა მას ტაბულაში ჰკითხეს, შენი ძმაკაცის დასთან სექსუალური კავშირი გექნებოდაო? პასუხი იყო: თუ ის თანახმა იქნება, კიო! არ ვიცი, შეიძლება, მაგას ზოგიერთმა ძმაკაცმა თავად მიუყვანოს საკუთარი და, მაგრამ ეს ჰოლანდია არაა, ეს საქართველოა და ამ ხერხემალზე აგებული ადამიანი ჩემთვის მიუღებელია.

 

ამ გამზარდიამ, თუ ვაჟკაცია, გადაცემაზე მისულ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხოს, ის თუ დაიჭერდა ძმაკაცის დასთან საქმეს და ნახოს, რა პასუხს მიიღებს. ხოდა, ასეთი ადამიანებით არის დღეს გარშემორტყმული ბატონი ბიძინა. ესეც ჩემი პროტესტის შემადგენელი ნაწილია და კარგად ჩაიხედონ, ვინ ვის გვერდით დგას და ვის მიჰყავს აღლუმები! მე არ ჩავმხტარვარ ივანიშვილის კალთაში და გამოვერიდე, რადგანაც მეგონა, რომ, თუ დავჭირდებოდი, დამიძახებდნენ და ჩემს სათქმელს ვეტყოდი, მაგრამ, მაშინ როცა ქვეყანას სენმა წითელასავით დააყარა და გარეთ გამოვიდა, მე ჩემს ადგილს იმ საზოგადოებაში ვეღარ ვხედავ. ჩემი მატარებელი წასულია. კარგად არიან ისინი, ვინც ყველაფერს კადრულობს და ამას დიდი ნიჭი უნდა. უცოდველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ყველაფერი ნამდვილად არ მიკადრია და ასე მივდივარ ჩემი სიბერის გზაზე. არადა, გარეთ რომ გამოვიდე და დავიძახო, გამოხვალთ, ქართველებო, დაიცავთ თქვენს სამშობლოს ბერძენიშვილებისგან? დაიცავთ? დაიცავთ იმ ჩინოვნიკისგან, რომელიც ამბობს, რომ შვილს ისე არ გაზრდის, რომ საქართველოსთვის თავი გასწიროს? დაიცავთ? წლინახევრის წინ ვამბობდი: რომ კარალევა მარგო, ალასანია და რესპუბლიკური პარტია და რეინკარნირებული, სახეგამოცვლილი ნაციონალები ბირთვია და ეს სცენარი დიდი ხნის წინაა დაწერილი, რადგანაც არა ვარ ასე ადვილად მოსატყუებელი კაცი.

 

არადა იმასაც კი მიაღწიეს, რომ საპატრიარქოში აღარ მივდივარ! იქაც გადამიკეტეს გზები უწმინდესი წელიწადნახევარია, არ მინახავს... გადადებული ვიყავი სასიკვდილოდ და ისეთი ოპერაცია გავიკეთე, ხუთი დღე წასული ვიყავი, ფაქტობრივად, და ეს კათალიკოსს არ უთხრეს, ჩემს მეგობარს! რადგანაც გადამიჭრეს ყველაფერი! გეუბნებით, ჩემი ადგილი არაა არსად!

 

ხომ ხედავთ, რა ხდება? ყველა თავის სვიატა მესტა-ს ეძებს! ამიტომ არავისი აღარ მჯერა! სად არიან ჩვენი ერის მამები პარლამენტში, ისე ნელა რომ სუნთქავენ, გეგონება, სიგარა მოსწიეს და ინგლისური ჩაის მერე მოისვენესო? ესენი არიან თხები, რომლებმაც კიკინით მიაღწიეს ყველაფერს და ახლა ნარნარობენ, მაგათგან ერთმა მითხრა, აი ემ ქლევარო და ვუპასუხე, ვიცი-მეთქი (ეღიმება).

 

რასაც წლების მანძილზე ლაპარაკობდნენ, რომ სააკაშვილის ოჯახი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა, ხომ ხედავთ, ამ ამბავმა უკრაინაშიც იჩინა თავი და ახლა იქ ლაპარაკობენ, რომ ეს სააკაშვილის ბიზნესია იმ ქვეყანაში?

 

გამახსენდა ჩვენი პირველი ბლედი. სანდრას ვურჩევ, რადგანაც ასე კარგად ერკვევა ორგანოებში, რომ მოაჭრას ამ თავის გიჟ ქმარს ის ერთი ორგანო, რომელიც არაფერში არგია თვითონაც და კარგა ხანს არავისთვის საინტერესო არ იქნება, რადგანაც მისმა ქმარმა ერთი პერიოდი გამოაცხადა,პრასტატა მაქვსო, ამ თმაშეღებილმა ზიმზიმოვმა, ცოლი რომ თმას შეიღებავს და, რაც მორჩება, ქმარი რომ ისვამს თავზე. მოაჭრას ის ორგანო მიშიკოს და გაუგზავნოს პუტინს! მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ნურავის აქვს იმის განცდა, რომ ისინი აქ ვერ დაბრუნდებიან.

 

თუ ასე მოხდა, ხალხი ოცნებასვერდზე გასწევს და ამ ამბავს შეაკვდება.

 

რასაც შენ ამბობ, თუ გინდა, ტრაბახში ჩამომართვი, მაგრამ ამის გაკეთება დღესვე შემიძლია, მე, რეზო ამაშუკელს! მაგრამ რა გამოვა? დაიღვრება ხალხის სისხლი და ხოცვა-ჟლეტა იქნება! ჩემთან ისეთი ადამიანები მოდიან, თითოს 300-400 კაცის აყოლიება რომ შეუძლია და მეუბნებიან, რაღას უცდითო, მაგრამ მესმის, რომ ეს არ შეიძლება. დღეს დილემის წინ დგას ეს ქვეყანა და ნებისმიერმა სახელმწიფო მოღვაწემ, მათ შორის ალასანიამაც კი იცის, რომ, თუ რუსეთთან ურთიერთობა თუ არ დალაგდა, ეს ქვეყანა განწირულია, მაგრამ იმდენად დიდია ავადმყოფური ლტოლვა სკამისკენ, ბოზი ქალებივით ეძლევიან დასავლეთს. ხმამაღლა ვაცხადებ, თუმცა ეს სიტყვები შეიძლება, ძვირად დამიჯდეს, რადგანაც ჩემი დოსიე დევს ამერიკის საელჩოში და მათ ბევრი საშუალება აქვთ, გამაქრონ:

 

მე მარტო კი არ მძულს, არამედ მეზიზღება ამერიკის შეერთებული შტატები. ესაა იმპერია, რომელმაც ქვეყნები გადაყლაპა და ხომ ხედავთ, რას აკეთებს დოლართან მიმართებაში? ფული გახდა ჩალა! და ეგენი მელაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე?

 

ამიტომაც ვარ მიუღებელი და ამიტომაც არ მეძახიან ტელევიზიებში, სადაც დევს პირდაპირი განკარგულება: ამაშუკელი არ უნდა იყოს არსად და გამოდის, რომ ნონ გრატად ვარ გამოცხადებული! მაგრამ არავინ იფიქროს, რომ ჩემი თავის ფასი არ ვიცი, თუმცა მეტისმეტი ეგოცენტრიკოსი არასოდეს ვყოფილვარ და ისიც კარგად ვიცი, რომ ზოგიერთ ყარყატს თავი არწივი ჰგონია თავისი ქაღალდის გვირგვინით და მათ ვეტყვი, ჩემს საქმეში ნუ დამეტოლებით ნურავინ, რადგანაც ბეჭებზე გართხმულს გნახავთ იმ წამსვე და ბოლოს, მე ჩემი სათქმელი ვთქვი და, უფალმა განსაჯოს ჩემი სიმართლე. თუმცა, სასჯელი არ მაკლია, რადგანაც ბევრი ღალატი ვნახე, რაც ჩემთვის მომაკვდინებლად სასტიკი იყო, მაგრამ თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება, ყოველგვარი პათოლოგიური პათოსის გარეშე ვამბობ: მზად ვარ, დაუფიქრებლად შევწირო თავი ჩემს ქვეყანას, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყანას, სადაც კაცს კაცი ერქმევა, ქალს ქალი და ერთსქესიანი ქორწილები ზარ-ზეიმით არ იქნება დაფენილი ქუჩაში. მომავალი მხოლოდ ახალგაზრდების ხელშია და მათ მივმართავ: ახალგაზრდებო, დაფიქრდით, იხსენით თქვენი სამშობლო განადგურებისგან, იყავით მიმდევრები დედა ეკლესიისა და იმ წინაპრების, რომლებმაც აქამდე მოიყვანეს ის ერი, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი მაღალსაკაცობრიო ზნეობრიობით. კარგად ბრძანდებოდეთ!

 

თამარ ოქრუაშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016