reportiori.ge - ვინ მოიპოვებს მერვე გამარჯვებას: რეალი-იუვენტუსი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:48
სპორტი
ვინ მოიპოვებს მერვე გამარჯვებას: რეალი-იუვენტუსი
23 ოქტომბერი, 2013. 15:22

A ჯგუფი

„მანჩესტერს", სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, აშკარად ცუდი დროება უდგას, ქვეყნის ჩემპიონატში ლიდერთან 8-ქულიანი ჩამორჩენა და მე-8-ე პოზიცია, გუნდის ქომაგების განაწყენების საბაბი გახდა; თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე კვლავაც ანგარიშგასაწევ ძალად რჩება და ალბათ ამას დღესაც დაამტკიცებს „რეალ სოსიედადთან" შეხვედრაში. ვერ ითამაშებენ რიო ფერდინანდი, კლევერლი და უელბეკი; სტუმრებს კი მთავარი მეგოლე გრანერო აკლიათ.

ლევერკუზენის „ბაიერმა", თუ ჯგუფიდან გასვლა უნდა, აუცილებლად უნდა დაამარცხოს დონეცკის „შახტარი", თუმცა ამის გაკეთება რთული იქნება.

 

 

B ჯგუფი

ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდში გასამართი შეხვედრა იწვევს. „რეალი"-„იუვენტუსი" ერთმანეთს აქამდე 14-ჯერ შეხვდა. გუნდებმა 7-7-ჯერ მოიგეს და ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

ტურინელებს აკლიათ პეპე, ვუჩინიჩი, კვარიარელა, ლიხტშტაინერი და არტურო ვადალი. მადრიდელებს გარეთ ბეილი ვერ დაეხმარება.

ამ გუნდების ბოლო სამი შეხვედრა „იუვენტუსის" გამარჯვებით დასრულდა. მადრიდელების სასარგებლოდ მეტყველებს გუნდის ბოლოდროინდელი შედეგიანი თამაში:  13 თამაშში გუნდმა 43 გოლი გაიტანა.

„გალათასარაიში" დიდი ცვლილებები მოხდა: ფათიჰ თერიმის გუნდიდან წასვლის შემდეგ სტამბოლელებმა რობერტო მანჩინი მოიწვიეს, რომლისთვისაც „კოპენჰაგენთან" მოგების გარდა ყველა სხვა შედეგი მიუღებელი იქნება; თუმცა ამ გუნდის მთავარი საზრუნავი ალბათ მაინც მესამე ადგილის დაკავება და ევროპის ლიგაზე გადანაცვლება იქნება.

 

 

 

C ჯგუფი

პსჟ წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია. ქვეყნის ჩემპიონატსაც ერთპიროვნულად ლიდერობს და ლიგაზეც ორივე შეხვედრა მოიგო. იბრაჰიმოვიჩ-კავანი-ლავეცის ტრიო მოწინააღმდეგებისგან ქვას ქვაზე არ ტოვებს და სავარაუდოდ „ადნერლეხტს“ დღეს ძალიან გაუჭირდება კარის მშრალად შენახვა.

 

მეორე ადგილისთვის მებრძოლი „ბენფიკა“ და „ოლიმპიაკოსი“ დღეს ერთმანეთს ლისაბონში დაუპირისპირდებიან, ორი კვირის შემდეგ კი მასპინძლები ბერძნები იქნებიან. სწორედ ეს შეხვედრები გადაწყვეტს ვინ გავა ჯგუფიდან და ვინ გადაინაცვლებს ევროპის ლიგაზე.

 

 

 

D ჯგუფი

მიუნხენის „ბაიერნს" ტრავმირებული ფეხბურთელები მოუმრავლდა, მაგრამ „პლზენის" ძლევა მეორე შემადგენლობითაც არ უნდა გაუჭირდეს. სავარაუდოდ ჯგუფიდან გასვლა მოქმედი ჩემპიონისთვის დროის საკითხია.

პრინციპული შეხვედრა გაიმართება მოსკოვში, აქ გამოჩნდება რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეს არმიელთა გუნდს და რა შეუძლია „მანჩესტერ სიტის", რომელიც პოტენციურად  ჯგუფიდან გასვლის კანდიდატად განიხილება.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016