reportiori.ge - ვახტანგ ხომიზურაშვილი: ეროვნული ბანკი 9-წლიანი მმართველობის პერიოდში პროკურატურას დაემსგავსა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:44
ეკონომიკა
ვახტანგ ხომიზურაშვილი: ეროვნული ბანკი 9-წლიანი მმართველობის პერიოდში პროკურატურას დაემსგავსა
ავტორი:
13 მაისი, 2015. 14:54


„9 წლის მანძილზე ლარი შოკშია, მეტსაც გეტყვით, 25 წელია ლარი უკვე შოკშია და როგორ უძლებს ეს ეკონომიკა, ძალიან მიკვირს", - ამის შესახებ  „თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, ისე მთავრობაზე.



„ეროვნულ ბანკს საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაედგა იმიტომ, რომ ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობას იგი კურირებდა, მეორე - უნდა შეექმნა ლარის დაზღვევის მექანიზმი და შესაბამისად, გამჭვირვალე სავაჭრო სისტემა გაეკეთებინა, რომელიც სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ეჭვებს და შიშებს მოსპობდა. ასევე, საჭირო იყო სწორი ფულადი მასის რეგულირება, ანუ კონტროლი. ეს ყველა ინსტრუმენტი ეროვნული ბანკის ხელშია. პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკთან ერთად მთელ სამთავრობო გუნდზე ნაწილდება. მესმის, რომ მთავრობას უკვე დაავადებული, მოსუსტებული ლარი დახვდა, მაგრამ ეკონომიკური რეფორმების მომზადება თავის დროზე უნდა დაეწყოთ", - განაცხადა ხომიზურაშვილმა.

 

 

ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არაკომპეტენტურობასა და ტენდენციურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი ქადაგიძეს პოლიტიკური მოტივაციები ამოძრავებს.


 

„როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არაკომპეტენტურობას, ტენდენციურობას იჩენს, რაც გამოწვეულია პოლიტიკური ნიადაგით თუ სხვა ინტერესებით, ეს ქვეყნის საზიანოა. უცხოეთში, ასეთ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს მომენტალურად ხსნიან თანამდებობიდან და პასუხს სთხოვენ. ჩვენთან ეროვნული ბანკი 9-წლიანი მმართველობის პერიოდში პროკურატურას დაემსგავსა, არცერთი სპეციალისტი აღარ იყო. რატომ არ გადააყენეს ქადაგიძე აქამდე? - პარლამენტს არ ეცალა, შეექმნა კომისია, რომელიც ანალიზს გაუკეთებდა, რა მოხდა და შესაძლო რისკებს განსაზღვრავდა", - განაცხადა ხომიზურაშვილმა.


 

 

წყარო: „საერთო გაზეთი"

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016