reportiori.ge - ილია მეორე: უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენს უკან არის საქართველო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:38
რელიგია
ილია მეორე: უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენს უკან არის საქართველო...
ავტორი:
13 მაისი, 2015. 23:17



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს არ ახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა რჩევა ჰკითხეს.


ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" წამყვანის შეკითხვაზე - თუ უკითხავთ თქვენთვის რჩევა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რამდენად ხშირია ეს და რამდენად შედეგიანად დასრულებულა, თქვენი მოსაზრების და რჩევის მოსმენა ბევრი ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა, - პატრიარქმა უპასუხა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ახსოვს.

 

"უნდა ითქვას, რომ მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა. ბატონი ედუარდ შევარდნაძე მგონი წერს, მე ყველაფერს ვეკითხებოდი, თუ ვათანხმებდიო. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა", - აღნიშნა უწმინდესმა.


ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე პატრიარქმა საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები ძალიან ბევრია. მისივე თქმით,


"ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ.უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ და უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენს უკან არის საქართველო. საქართველოს შველა უნდა. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, რა უნდა გავაკეთოთ სამშობლოსათვის. მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. ჩვენ გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა. ჩვენ ვართ ამპარტავნები. ჩვენ გვაქვს კატეგორიული აზროვნება. ე.ი. "მე რასაც ვფიქრობ, ის არის ჭერშმარიტება და სხვისი მოსმენა აღარ მჭირდება მე", - ასე ფიქრობს მრავალი. სულ კარგი აზრი რომ იყოს, ადამიანმა უნდა მოისმინოს სხვისი აზრიც. უნდა გააანალიზოს. მე 37 წელია პატრიარქი ვარ და როცა რაღაც საკითხია, ვეკითხები ჩვენს ეპისკოპოსებს, ჩვენს მღვდლებს, მორჩილებსაც კი ვეკითხები როგორ ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე და ასე ირკვევა ჭეშმარიტება", - ბრძანა უწმინდესმა.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016