reportiori.ge - ილია მეორე: მე არ ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:29
რელიგია
ილია მეორე: მე არ ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ...
ავტორი:
13 მაისი, 2015. 23:23



„მე არ ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, ჩემთვის ეთქვათ," - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.


"ომი რომ დაიწყო, მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის. მაინც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი. ვნახეთ, მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ სხვა მანქანები ახლდა, რომ ჩვენთვის სნაიპერს არ ესროლა. გორი მკვდარი ქალაქი იყო. ქუჩაში ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში", - გაიხსენა უწმინდესმა.


„დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება ისეთი დრო, როცა ოსები და აფხაზები მიხვდებიან ამას და ისევ დაბრუნდებიან საქართველოს ფარგლებში", - აღნიშნა ილია მეორემ.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომელი ადგილი ენატრება ყველაზე მეტად აფხაზეთში, უწმინდესმა უპასუხა, რომ სოხუმი და გულრიფში ენატრება.


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016