reportiori.ge - მანუჩარ მაჩაიძე: აი, ასეთ დღეში ვყავდი მიხეილ სააკაშვილს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:50
ინტერვიუ
მანუჩარ მაჩაიძე: აი, ასეთ დღეში ვყავდი მიხეილ სააკაშვილს!
14 მაისი, 2015. 18:52


საქართველოს ექს-პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2003-2012 წლებში უკანონოდ და იძულებით ჩამორთმეულ ქონებებზე „რეპორტიორი" ახლო წარსულში აქტიურად წერდა. როგორ ჩამოართვეს ერთ დროს „დინამოს" სახელოვან კაპიტანს ქონება? - ამას თავად მანუჩარ მაჩაიძე გვიყვება:



- დღევანდელობის დადებითი მხარე ის არის, რომ დაწყნარდა სიტუაცია, ხალხი არ ცხოვრობს შიშის ქვეშ, ქონებას არავინ არავის ართმევს და ციხეში უმიზეზოდ მოხვედრის არავის ეშინია.  რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისს -  მე 1992-95 წლებში ვიყავი პარამენტის წევრი. სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ და ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში 1992-93 წლებიდან არის მძაფრი ეკონომიკური კრიზისი. არ დაწყებულა ეს 1 და 2 წლის წინ, ათწლეულებია ასეა. ეს ხდება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო. დღეს კი „ნაციონალებს" უნდათ, ხალხი დაარწმუნონ, რომ ამ მხრივ ყველაზე უარესი ბოლო ორი წელია. ოცი წელია საქართველოში ხალხი შიმშილობს და „ნაციონალებს" ახლა გაახსენდათ გაჭირვებული საზოგადოებადა გადაცემებს უძღვნიან.ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, მთლიანობაში, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.


- ყოფილი ხელისუფლების დროს ქონება წაგართვეს. რა ხდება ამ საქმეზე?


- ჯერ კიდევ დეპუტატი ვიყავი, როცა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩემზე ზეწოლა დაიწყო. ტირილი და წუწუნი არ მჩვევია, მაგრამ სააკაშვილმა ჩემს მიერ შრომით და ოფლით  შესყიდული ქარხანა იძულების წესით წამართვა. ეს ქარხანა ახალგაზრდობაში ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, მაშინ ნაშოვნი ფულით ვიყიდე.  ქარხანა შევისყიდე აბსოლუტურად კანონიერად, მე ვიყავი დირექტორი, სპეციალობით ინჟინერ-მშენებელი ვარ. რკინაბეტონის ქარხანა იყო.შევარდნაძის დროს, როცა პრივატიზაცია გამოცხადდა,სრულიად კანონიერად, აუქციონის საშუალებით ვიყიდე ეს ქარხანა - დაახლოებით 100 ათასი დოლარი გადავიხადე.


სააკაშვილი პრეზიდენტი რომ გახდა, მაშინვე დაიწყო მან და მისმა ბანდამჩემთან ბრძოლა.  15 წლის განმავლობაში ტონობით ოფლი ვღვარე ქართულ ფეხბურთში, თავი მოვიკალი, რომ „დინამოს" წარმატება ჰქონოდა. ეს ვერ აიტანეს, ეს შეშურდათ და იძახდნენ - „საიდან აქვს მანუჩარ მაჩაიძეს ეს ქონება, როგორ აქვს?!" თითქოს, ვიღაც გამვლელი, „პაცანა" ბიჭი ვიყავი.


ჯერ ჯარიმებს მიწერდნენ 20, 8, 14 ათას ლარამდე ოდენობით... ბოლოს მითხრეს - „თუ არ გაყიდი, ძვირად დაგიჯდებაო", ჩემს ცოლ-შვილს პროკურატურაში იბარებდნენ და ასე, ზეწოლით,მიზერულ ფასად დამათმობინეს. ამან მაშინ ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. იმ პერიოდში ჩემს შვილზეც განახორციელეს ზეწოლა, იყო ბრძანება, რომ ჩემს შვილს ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ესწავლა. ხალხს ეხვეწებოდნენ, მოდით, გადაიხადეთ და ისწავლეთო, მაგრამ ჩემი შვილი გამონაკლისი იყო. დღეს ისსტუდენტია, მაშინ, როცა 10 წლის წინ  დაამთავრა სკოლა. აი, ასეთ დღეში ვყავდი მიხეილ სააკაშვილს და ჩემისთანა უამრავია.


- ხელისუფლების ცვლილების მერე თუ მიმართეთ პროკურატურას, დაგიბრუნეს ქონება?


- ვიჩივლე ორი წლის წინ, მაგრამ- „ბატონო მანუჩარ, ხელი გაქვთ მოწერილი და ვერაფერს ვერ შევცვლითო".


-როდის მიმართეთ?

 

- მივმართე ორი წლის წინ, მას მერეც რამდენჯერმე ვიყავი, ბოლოს სულ ახლახან მივმართე. ჯერ შედეგი არ არის, მაგრამ მე მაინც ვიბრძვი სამართლიანობის აღდგენისთვის. საქმე რაშია, იცით?  ხელისუფლებამ კი არ წამართვა ეს ქონება, წამართვეს სააკაშვილთან შეკრულმა ბიზნესმენებმა და კომპანიებმა - ყაჩაღებმა „სოკარმა", „გალფმა", „ვისოლმა"... თავის დროზე პატიოსან ადამიანებს წაართვეს ქონება და აღარ აბრუნებენ.


 - სამართლიაობის აღდგენის იმედი მაინც გაქვთ?

 

- რაც დრო გადის, იმედები მეწურება, მაგრამ ვცდილობ, არ დავკარგო ბოლომდე და 2016 წელს ისეთი ხელისუფლება მოვიყვანოთ, ამ ყველაფერზე რომ იზრუნებს, თორემ დღევანდელი უმრავლესობა „ნაციონალებთანაა" შეკრული და ნაკლებად ველი სიკეთეს.


- ლეგენდარული ადამიანი ხართ, ხელისუფლებისგან, საზოგადოებისგან ხომ არ გრძნობთ თავს მივიწყებულად?

 

- შევარდნაძიდან დაწყებული ნებისმიერი მთავრობა, ცდილობდა, რომ მივიწყებული ვყოფილიყავი. საბედნიეროდ, მე ქართველ ხალხს არასდროს არ ვავიწყდები. ყველაზე მიუვალ სოფელშიც კი მცნობენ და ჩემს დანახვაზე სიხარულს გამოხატავენ. არავის მოფერება არ მინდა, უბრალოდ, ნუ გამხდიან დევნილს, ისე, როგორც ეს სააკაშვილმა გამიკეთა და საკუთარი ოფლით ნაშოვნი ქონება წამართვა. მაგრამ ყველას უფალმა გადაუხადა სამაგიერო, ხომ ხედავთ, სააკაშვილი ვერ ჩამოდის ქვეყანაში და ვერც ვერასდროს ჩამოვა. ბევრი სისაძაგლე აკეთა, რასაც ქართველი ხალხი არ აპატიებს. 


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016