reportiori.ge - ლია ელიავა: ეროვნული ბანკი ზის ნულზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:51
ეკონომიკა
ლია ელიავა: ეროვნული ბანკი ზის ნულზე!
ავტორი:
14 მაისი, 2015. 19:01


„ეროვნული ბანკი ზის ნულზე", - ამის შესახებ  „ალიას" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ლია ელიავა განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი და მსოფლიო ბანკი არიან ბიზნესპარტნიორები. „ეს გამოიხატება იმაში, რომ გიორგი ქადაგიძემ მთელი ჩვენი სავალუტო რეზერვები გადასცა მსოფლიო ბანკს მართვისთვის, რომელიც ამ რეზერვებს ათავსებს ზოგს მყარ და ზოგს საეჭვო წარმომავლობის ფასიან ქაღალდებში, ასევე ფირმებში და აქედან იღებს გარკვეულ შემოსავალს. მცირე ნაწილს აძლევს ეროვნულ ბანკს, დანარჩენს კი იტოვებს თვითონ", - განაცხადა ელიავამ.



მისი თქმით, ამჟამად მსოფლიო ბანკი პრაქტიკულად ფლობს საქართველოს მთელ სავალუტო რეზერვებს.



„ეროვნული ბანკი ზის ნულზე. ქადაგიძემ თქვა, ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს მომავალ თაობებს არ გავუყიდითო. ჰოდა, მომავალი თაობების კუთვნილი სიმდიდრე მიბარებული აქვს მსოფლიო ბანკს, რომელიც გახლავთ კომერციული დაწესებულება, თავისი საქმიანობიდან იღებს მოგებას. ამიტომ ის არის დაინტერესებული, ხელთ ჰქონდეს ჩვენი 2 მილიარდ 400 მილიონი დოლარი და აქედან მიიღოს შემოსავალი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც მისი კანტორაა, სხვადასხვა კორპორაციებთან ერთად. ამ ყველაფერს მართავს ერთი ჯგუფი. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ცრუობს, როცა აცხადებს, სავალუტო რეზერვებს არ დავხარჯავთ, ვუფრთხილდებითო, უბრალოდ, ვერ დახარჯავს, რადგან პრაქტიკულად არ გააჩნია. რაც ჰქონდა, უკვე დახარჯა, ახლაც 40 მილიონი გამოიტანა და მეტი აღარ დარჩა", - განაცხადა ელიავამ.

 

 

 

გაზეთი „ალია"

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016