reportiori.ge - კახა კუკავა: უნდა დააპატიმრონ ზაზა ბეგაშვილი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, შალვა ჯანაშვილი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:53
ინტერვიუ
კახა კუკავა: უნდა დააპატიმრონ ზაზა ბეგაშვილი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, შალვა ჯანაშვილი!
ავტორი: ანა ნოდია
14 მაისი, 2015. 20:00


„რეპორტიორის" კითხვებს „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა პასუხობს:

 

- 7 ნოემბრის დარბევის პერიოდში, პროცესების უშუალო მონაწილე იყავით. ამ საქმეზე ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი აქვს წარდგენილი, ორი მათგანი დაკავებულია. ეს საკმარისია?



- ეს საკმარისი არ არის! ამ ადამიანების გარდა, არიან სხვა ორგანიზატორებიც. ვფიქრობ,უშუალოდ ის ადამიანები, რომლებიც იჩენდნენ განსაკუთრებულ სისასტიკეს, უნდა იყვნენ დაპატიმრებულები. მაგალითად მე დავასახელებდი ზაზა ბეგაშვილს, გივი თარგამაძეს, გიგა ბოკერიას, ჯანაშვილს, კირკიტაძეს- რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ აგრესიისკენ. რომლებიც ამბობდნენ - სულს ამოგხდითო!


არის თუ არა ყველა პასუხისმგებელი? ვფიქრობ, რომ პატრულის ის თანამშრომლები, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ, არ უნდა იყვნენ დაკავებულები, მაგრამ ყველა, ვინც ფიზიკურად ურტყამდა ადამიანებს, მანქანებს, იყენებდნენ „დუბინკებს", ანუ, გასცდნენ მოვალეობის სფეროს, ყველა უნდა იყოს დაკავებული. არსებობს ბევრი კადრი, ზოგი ადამიანსურტყამს, ზოგი - მანქანას. გვახსოვს კადრები „იმედთან", სადაც ერთ ადამიანს შვიდი პოლიციელი ურტყამს. ბუნებრივია, ყველა მათგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული!


არ ვიზიარებ, რომ პოლიციელი გმირია. პოლიციელებიც არიან გმირები, ერთი პროცენტი, მაგრამ 80 პროცენტი არიან ბანდიტები. ბანდიტებს, რომლებიც უნიფორმას იცვამენ, ხელშეუხებლობის გარანტია არ უნდა ჰქონდეთ!


-პროცესების დამკვეთებისა თუ შემსრულებლების კონკრეტული გვარები დაასახელეთ,. თქვენ, როგორც იურისტი, რას აკეთებთ იმისთვის, რომ 7 ნოემბრის საქმე იქნას გამოძიებული ან დადგეს სხვა ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი?


- მივმართე პროკურატურას, დამკითხეს, როგორც დაზარალებული. თუმცა, პროკურატურაში სხედან „7 ნოემბრის" დამკვეთები. მთავარი პროკურორი ბადაშვილი არის ზურაბ ადეიშვილის და კეზერაშვილის უახლოესი თანამებრძოლი. ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებელი გამოძიება. გავხსენით facebook-ზე სპეციალური ალბომი, სახელწოდებით „ეჭვმიტანილია", სადაც არის იმ ეჭვმიტანილების ჩამონათვალი, რომლებიც ამ პროცესებში მონაწილეობდნენ. ამ ალბომს ვავსებთ რეგულარულად. საქართველოში შეიცვლება თუ არა ხელისუფლება, ყველა ეს ადამიანი იქნება დაკავებული. დღეს თუ თარგამაძე და ბოკერია ციხეში არ სხედან, ბიძინა ივანიშვილის მადლიერი უნდა იყვნენ! როდესაც მოვა ხელისუფლების სათავეში „თავისუფალი საქართველო", იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ხალხის ცემაში იღებდნენ ბონუსებსა და პრემიებს, ყველას მოუწევს „ვირის აბანოში" გაგრილება!


- პოლიტიკურ ასპარეზზე მოსვლის დღიდან ოპოზიციონერი ხართ. რატომ მოირგეთ ეს როლი?

 

- მე ვარ თეთრი ყვავი ქართულ პოლიტიკაში! დღეს ცოცხალ პოლიტიკოსებს შორის ალბათ ერთადერთი პარტიაა „თავისუფალი საქართველო", რომელსაც აქვს პრინციპები. ყველა სხვა პარტია იყიდება, ზოგი მეტად, ზოგი-ნაკლებად. პარტიები, რომლებიც იყვნენ პროდასავლურები, უცებ გახდნენ პრორუსულები ან პირიქით. მემარცხენეები გახდნენ მემარჯვენეები და ა.შ. ერთადერთი პარტია, ეს არის უკვე ისტორიული ფაქტი, რომელმაც ქრთამის აღებაზე განაცხადა უარი, არის „თავისუფალი საქართველო".



- თბილისის მერობის კანდიდატი იყავით. შეძლებდით, უკეთ გამკლავებოდით არსებულ პრობლემებს დედაქალაქში, ვიდრე ეს შეძლო ნარმანიამ?


- ბევრად უკეთ შევძლებდი. არა იმიტომ, რომ დავით ნარმანია არაკომპეტენტური ან არაპროფესიონალია, პირიქით, მე რომ ვყოფილიყავი თბილისის მერი,მას აუცილებლად შევთავაზებდი ვიცე-მერის პოსტს. მაგრამ, ის არ არის თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი. მე შევძლებდი, დამოუკიდებლად მიმეღო გადაწყვეტილებები.


„ქართული ოცნებას" მასთან ვალშია და ყუფარაძეს დაარეკინა, ჩააწყვეთ, მომაჭრევინეთ ხეებიო. მე ასეთი ვალდებულებებისგან ვარ თავისუფალი. მე რომ ვყოფილიყავი, ის ჩინოვნიკი მერიაში კი არ დარეკავდა და ხეების მოჭრის საკითხს „გაჩარხავდა", არამედ იჯდებოდა ციხეში! არალეგალური ვალდებულებები არავისთან მაქვს!


- ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხალხისთვის ყველა დანაპირების შესრულება შეგიძლიათ?


-ჩვენ შევასრულებთ ყველა იმ დაპირებას, რომელიც გვაქვს. ჩვენი პროგრამა დევს საიტზეც, სოციალურ ქსელშიც, არის ძალიან კონკრეტული და ყველა შესრულდება ხელისუფლების შეცვლიდან უახლოესი 6 თვის მანძილზე.


-როგორ ფიქრობთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე რუსეთ-საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობა შესაძლებელია?


- შეუძლებელია. ტერიტორიული საკითხები უმნიშვნელოვანესია, ამიტომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგება ავტომატურად გულისხმობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციას საქართველოს შემადგენლობაში.


- ფიქრობთ რომ კახა კუკავას საზოგადოება ენდობა?


-მთლიანობაში რომ ვთქვათ-საზოგადოება მენდობა-თქო, რა თქმა უნდა - ასეარ არის. არის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც მენდობა. თუმცა, ამ საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ნაწილი არის ინდიფერენტული. შეიძლება, ეს ხალხი დღეს მე არ მენდობა, რადგან მათთან საკმარისი კომუნიკაცია არ მაქვს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში მაშინ, როცა ეს ხალხი გააქტიურდება. ხალხი, რომელიც დღეს სახლში ზის და ყავას სვამს, როცა გადაწყვეტს, რომ მორჩა, ახლა კი დროა, ჩაერთონ აქტიურად პოლიტიკაში, „თავისუფალი საქართველო" ყველა არჩევნებს მოიგებს! 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016