reportiori.ge - ქობულეთში ცენტრალური ავტომაგისტრალის შემოვლითი გზის გახსნის ცერემონიალი გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:24
რეგიონები
ქობულეთში ცენტრალური ავტომაგისტრალის შემოვლითი გზის გახსნის ცერემონიალი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2013. 10:39

ცერემონიალს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ჩინეთის ელჩი, თურქეთის ვიცე-კონსული, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის სიგრძე 12.4 კილომეტრია. აღნიშნული გზის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარებისათვის, ისე სატრანზიტო მიმოსვლისათვის. ქობულეთის გზის გახსნით განიტვირთება დაბა ქობულეთის საავტომობილო გზა, რაც ტურისტულ სეზონზე დამსვენებელთა პირობებს გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, ასევე, გაიოლდება სატრანზიტო მიმოსვლა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ექვსი თვის მანძილზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი 4 მილიონზე მეტმა ფიზიკურმა პირმა, სატვირთო და მსუბუქმა მანქანამ, მოტოციკლმა და ავტობუსმა გადაკვეთა. ეს მონაცემებიც ადასტურებს, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნით კომფორტულად და უპრობლემოდ გადაადგილებას შეძლებენ როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ისე ქვეყნის სტუმრები.


გახსნის ცერემონიალი დღეს 11:30 საათზე ქობულეთის შემოვლითი გზის დასაწყისში, სოფელ შეკვეთილთან დაიწყება. 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016