კულტურისა და ძეგლთდა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს, ფანი არდანს შეხვდება.
როგორც „რეპორტიორს" კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ფანი არდანი, თბილისს საკუთარი ფილმის პრემიერაზე დასასწრებად ესტუმრა. დღეს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „რუსთაველის" მეხუთე დარბაზში, ფილმ „აკვიატებული რითმების" პრეზენტაცია გაიმართება. ფანი არდანის სარეჟისორო ნამუშევარს ქართული საზოგადოება პირველად შეაფასებს.
მანამდე, 15:30 წუთზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ქართველი მსახიობებისთვის დაგეგმილია ფანი არდანის მასტერკლასი სამსახიობო ოსტატობაზე.
მსახიობსა და რეჟისორს საქართველოში კონომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს კულტურის სამინისტრო მასპინძლობს. სატელევიზიო მხარდაჭერას კი ტელეკომპანია „იმედი" ახორციელებს.