reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: საქართველო-ევროკავშირის რეზოლუცია “ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარყოფითად აისახება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:30
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: საქართველო-ევროკავშირის რეზოლუცია “ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარყოფითად აისახება
24 ოქტომბერი, 2013. 12:41

საქართველო_ევროკავშირის ურთიერთობის საკითხზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ საკითხზე „რეპორტიორი" ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს დაუკავშირდა.

„მიღებულ რეზოლუციაში გარდა იმისა, რომ  მნიშვნელოვანი პოზიცია იყო დაფიქსირებული საქართველოს საგარეო ურთიერთობის პოლიტიკისთვის,ასევე შიდა პოლიტიკისთვისაც მნიშვნელოვანი პოზიცია გახლდათ დაფიქსირებული და ის ფორმულირება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა გამიზნული არ გავიდა და ეს კარგია. მიღებული რეზოლუცია დადებითად აისახება, როგორც საგარეო ასევე საშინაო პოლიტიკისთვის,ის გაამყარებს ახალი ხელისუფლების პოზიციებს,ხოლო ნაციონალური მოძრაობის" მუხტი ამით შემცირდება."

რამაზ საყვარელიძე ,მიღებულ რეზოლუციას ახალი ხელისუფლების მიღწევად მიიჩნევს და არ გამორიცხავს,რომ მიღებულმა რეზოლუციამ რუსეთ_საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს.
„ამ რეზოლუციის მიღება ნამდვილად არის ახალი ხელისუფლების კარგი ნამუშევარი და მიღწევა. რეზოლუციის კონტექსტში ხელისუფლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ევროკავშირთან მიახლოვების თვალსაზრისით ასევე და სხვათაშორის შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან რუსეთს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა ევროკავშირისკენ ჩვენს სწრაფვაზე ვიდრე ნატოსკენ ჩვენს სწრაფვაზე. ასე რომ აღნიშნულმა რეზოლუციამ შეიძლება გარკვეული დატვირთვა იქონიოს საქართველო_რუსეთის ურთიერობაზე, ხოლო რამდენად დადებითად აისახება ამაზე საუბარი რთულია, ალბათ ის გაყინული ურთიერთობა რაც საქართველო_რუსეთს შორის არის ისევ გაგრძელდება, თუმცა როგორ გადაწყდება რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობისთვის მაინც არაპროგნოზირებადია ეს თემა." 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016