ამ წუთებში იუსტიციის სახლში „კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის" საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
აღნიშნულ საკითხზე „რეპორტიორი"უმრავლესობის წევრ, ანი მიროტაძეს ესაუბრა.
„ამ ეტაპზე ჩვენთან არიან მოქმედი კომისიის წევრები კარლო კვიტაიშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი, აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი იყო რიგითი წევრი და მან დატოვა უკვე კომისია. გარდა ამისა აქ იმყოფებიან პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები და ჩვენ ყველა ერთად ვარკვევთ იმ საჩივარს, რომელიც ჩვენთან შემოვიდა და მივმართავთ კომისიის წევრებს კითხვებით რათქმაუნდა კომისიის შექმნის დღიდან ვიდრე ჩვენ გვაქვს მანდატი, ეს არი 2013 წლის ბოლომდე. ამ ეტაპზე ჩვენ გავიარეთ პორტირების საკითხი, ლიცენზიების მოდიფიცირების საკითხი, ახლა გადავედით სიხშირეებზე, მფლობელებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები რადგან მთელი ეს დრო ირღვეოდა კანონი, ვინაიდან ერთი და იგივე იურიდიული პირი ფლობდა ერთ ან ორ ტელევიზიაში წილებს რაც კანონის უხეში დარღვევაა."
მიროტაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას 3 ტელეკომპანიასთანკითხვები აქვს, რადგან ერთი და იგივე პირები ტელეკომპანიების წილის მფლობელთა სიებში ფიგურირებენ.
„ამ ეტაპზე ჩვენ კითხვები გვაქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2"_თან, "მზე"_სთან და „საქართველო"_სთან დაკავშირებით, რადგან ამ ტელეკომპანიის მფლობელებში გვხვდებიან ერთი და იგივე პირები, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები. რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანთან კითხვებს, დაიწყება 4 საათზე და ის ჩვენ ჩაგვერთვება s„kype"_თ, რადგან არ იმყოფება საქართველოში, ამიტომ შეთანხმება არის ასეთი,რომ მისი დაკითხვა მოხდება „skype"_ს საშუალებით. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ დასკვნებს,მოვუსმინეთ ერთ მხარეს,გვაქვს გარკვეული წერილობითი პასუხები და ახლა უკვე ვისმენთ ამ პასუხებს და მხოლოდ კითხვებს ვსვამთ ამ ეტაპისთვის."
„საგამოძიებო კომისიის შეფასების ნაწილი ჩვენ გვექნება დღის ბოლოსთვის, როცა დაიდება კომისიის საქმიანობის საბოლოო ანგარიში."- განაცხადა ანი მიროტაძემ.